ლინკოლნ მიტჩელი: „საქართველოსთვის მხარდამჭერი სიტყვები უკვე უსარგებლოა, მას MAP უნდა მიეცეს“
PDFბეჭდვაელ. ფოსტა
frontnews.ge სამშაბათი, 26 ნოემბერი 2013 15:29
თბილისი (BPI) - ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი იმედოვნებს, რომ მომდევნო წელს გასამართ ნატო–ს სამიტზე საქართველო „MAP“–ს მიიღებს.
კოლუმბიის უნივერსისტეტის პროფესორის განმარტებით, „საქართველო მხარდამჭერ სიტყვებს აღარ საჭიროებს და 2015 წლის სამიტზე ხელისუფლების წასვლის მთავარი მიზანი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება უნდა იყოს“.
„საქართველო აღარ საჭიროებს მხარდაჭერის ნიშანსა და სიტყვებს, ახლა ისინი უკვე უსარგებლოა. ვგულისხმობ იმას, რომ სიტყვები უკეთესია, ვიდრე არაფერი, მაგრამ ნატო–ს ან საქართველოს საკუთარ რიგებში მიღება სურს, ან მასთან მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობა, მისი წევრობის საკითხის ღიად დატოვება და მხარდამჭერი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს სჭირდება „MAP“ – გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, მომდევნო წლის სამიტზე წასვლის მთავარი მიზანი უნდა იყოს „MAP“–ის მიღება“ – აცხადებს მიტჩელი „DF WATCH“–თან ინტერვიუში.
ანალიტიკოსის აზრით, „სანამ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას ცდილობს, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედების შანსები ძალიან მაღალია“.
„თუკი საქართველო ხვალ იტყვის, „ჩვენ არ გვინდა ნატო–ში გაწევრიანება“, ეს რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს გააქრობს. არ ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს უნდა გააკეთოს. ჩემი რჩევაა ნატო–ს წევრებისთვის და დავარწმუნებდი მათ, რომ საქართველოს მისცენ „MAP“ – აცხადებს მიტჩელი.
http://bpi.ge/index.php?option=com_content...mid=126&lang=ka-----