მოგეხსენებათ თბილისის გზები (და არა მხოლოდ თბილისის) გამოირჩევა ორმოების სიუხვით და მრავალფეროვნებით. ორმოები შეიძლება იყოს სხვადასხვა წარმოშობის, ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად წარმოქმნილი და განვითარებული; საკანალიზაციო თუ სხვა დანიშნულების მქონე ჭების სახურავის ასფალტის საფარის სიღრმეში ჩაფლობით გამოწვეული. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა წავაწყდეთ უსახურავო ჭებსაც. ასეთი ორმოები ხშირ შემთხვევაში დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენი მსუბუქი ავტომობილების (ზოგ შემთხვევაში ასევე ჩვენს) ჯანმრთელობას.
პრობლება არახალია და მეტნაკლებად ყოველთვის აქტუალური იყო. ამ ბოლო დროს კი ავტომობილების რაოდენობის ზრდისა და გზების მოვლის შესუსტებასთან ერთად განსაკუთრებით გამწვავდა.

გთავაზობთ შევქმნათ აპლიკაცია, რომელიც GPS-ით აღჭურვილ მოწყობილობებზე (ნავიგაციაზეა, ანდროიდ სისტემებზე) დაყენდება და გაგვაფრთხილებს ორმოებთან მიახლებისას.
სავარაუდოდ მსგავსი მიზნების მქონე აპლიკაცია განვითარებულ სამყაროში არ შეიქმნებოდა, რამდენადაც ამისი საჭიროება არ იარსებებდა. ხოლო განუვითარებელი საზოგადოება ასეთს ვერ შექმნიდა. ასე რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შენსი შევქმნად წმინდა ქართული პროდუქცია და შემდეგ ვიამაყოთ ამით, როგორც ნამდვილმა ქართველებმა


მსგავსი თემის ბმულები:თბილისის გზებითბილისის გზები, II ნაწილითბილისის გზები, III ნაწილი