რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს
15:03 26-11-2013
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს სოფელ ხურვალეთის განაპირას, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის მალხაზ ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ორივე მათგანი მავთულხლართებთან ახლოს გუშინ საღამოს დააკავეს.
ხურვალეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ გოჩა მაყიშვილი ე.წ. საზღვარს არ დაარღვევდა და მავთულხლართების მიღმა არ გადავიდოდა.
რაც შეეხება მალხაზ ვანიშვილს, იგი მავთულხლართების მიღმა დარჩენილი 80 წლის დავით ვანიშვილის შვილიშვილია. მოსახლეობის განცხადებით, გოჩა მაყიშვილი დიაბეტით არის ავად და იგი ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ საღამოს დაკავებისას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც რუსმა სამხედროებმა სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. სავარაუდოდ, ცხინვალის მხარე ორივე დაკავებულს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდებს ბრალს.
ჯერჯერობით, ოჯახის წევრებს და ახლობლებს არავინ დაკავშირებია. თუმცა, 80 წლის დავით ვანიშვილი ამბობს, რომ მის ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალელი ე.წ. სამართალდამცავები ჯარიმის თანხას მოითხოვენ, თანხის გადახდას ვერ შეძლებს. Российские оккупанты похитили двоих грузин
26.11.2013 17:23
Российские оккупанты в селе Диди Хурвалети Горийского муниципалитета похитили двух грузин.
Похищены 24-летний Малхаз Ванишвили и 28-летний Гоча Макишвили. Уже второй день у их близких нет никакой информации о них. Предположительно, российские оккупанты взяли их вчера.
По распространенной информации, причиной из задержания является пересечение т.н. границы, и они переведены в цхинвальскую тюрьму.
По заявлению близких Гочи Макишвили, у него сахарный диабет, и он нуждается в регулярных инъекциях инсулина.
რუსულად იმიტომ დავდე რომ უფრო ადეკვატურად გადმოიცა ინფო...პოხიტილიო და ქართულად ლაითი შეფასებაა დააკავესო....ხოდა ინფო მაინც დავდოთ თუ აღარ ვშფოთდებით და მივეჩვიეთ ქართველთა მოტაცებას და შეურაცხჰყოფას რუს ოს მარადიორთაგან......პ.ს. ხო ხო წინა ხელისუფლების დროსაც იტაცებდენ...დაგასწარით