#38867509 · 26 Nov 2013, 19:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც მოგეხსენებათ, მაზეგე ვილნიუსის სამიტზე პარაფირება იგეგმება, მაგას მერე მოსდევს ასოცირებაზე ხელშეკრულება. ასოცირებაზე რომ მიდგება საქმე უკრაინის მაგალითზე უკვე ცხადია რუსეთი რა ზეწოლის ბერკეტებს გამოიყენებს პირველ რიგში. მოკლედ კითხვა ასე ჟღერს - შევყოთ ბოლომდე ჩვენი ეკონომიკა რუსულ ბაზარზე? ბოლომდე ათვისება რომ შეუძლიათ ეჭვი არავის ეპარება მგონი მაგაში და თითონ რუსებივ სიხარულით იზავენ მაგას. საქმე კი იმაშია, გვაწყობს ჩვენ ეს? გაგახსენებთ, ჯერ კიდევ გუშინწინ სწორედ ამგვარი რამე თქვა მინისტრმა კვირიკაშვილმა - რუსეთის ბაზარი ბიზნესმა უნდა განიხილოს როგორც დივერსიფიკაციის საშუალება და არა როგორც ძირითად ბაზრადო. რაშიც ვეთანხმები მთელი 100%. თქვენ რას ფიქრობთ უზერნო?
პ.ს. ევროკავშირის სავაჭრო ბაზრის გახსნა ეხლავე იგეგმება თუ ეგ ასოცირების ხელმოწერის მერე ხდება ხოლმე? მსოფლიოში ღვინის დეფიციტია(300 მილიონი ყუთი, ყუთში 12 ბოთლი) და იქნებ სხვაგანაც გავასაღოთ ეს ღვინო, მარტო ამ რუსეთზე რომ არ ვიყოთ გამოკიდებული?
ჩქიმი პასუხ - არა - საერთოდ დავიკიდოთ
This post has been edited by oldnewbie on 26 Nov 2013, 19:44
--------------------
ფული ჯოჯოხეთს ანათებს, არტილერია - მძინარე ქალაქს © ზინდიოსამა არავინ დავიწყებული არ არის, არაფერი დავიწყებული არ არის - We Remember!
|