კიევის ყოფილი მერის საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა ოფიციალურად დადასტურდა მიმდინარე თვის დასაწყისში გავცრელებული ინფორმაცია, კიევის ყოფილი მერის მილიარდელი ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოში საცხოვრებლად გადმოვლა დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა "სოციალური პარტნიორობა"-მ დღეს მედიასაშუალებებისთვის ოფიციალური წერილის გავრცელებით გაავრცელა.
როგორც ჩერნოვეცკის საინვესტიციო კომპანიისა და საქველმოქმედო ფონდის - "სოციალური პარტნიორობა" დირექტორის გიორგი ქვრივიშვილის მიმართვაშია (http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/260776-saqvelmoqmedo-fond-socialuri-partniorobaq-s-ganckhadeba-kievis-yofili-meris-leonid-chernoveckis-saqarthveloshi-sackhovreblad-gadmosvlasthan-dakavshirebith.html) ნათქვამი ლეონიდ ჩერნოვეცკი უახლოეს პერიოდში გეგმავს საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლას, კერძოდ ქალაქ ქობულეთში, სადაც ასრულებს ფეშენებელური სახლის მშენებლობას.
წერილში ასევე მოყვანილია ინფორმაცია კიევის ყოფილი მერის საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობის და ამ სფეროში მისი სამომავლო გეგმების შესახებ.
ჩერნოვეცკის საინვესტიციო კომპანია ამ ეტაპზე არ აწარმოებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოში, თუმცა განიხილავს საქართველოს როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო ბაზრად რეგიონში.
შეგახსნებთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი 2 ჯერ იყო არჩეული კიევის მერად და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ჩერნოვეცკის კიევის მერის პოსტი 1 წლის წინ დატოვა და არის დაკავებული ბიზნესით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ევროპაში.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/mnishvnelovani-inform...l#ixzz2lea8asrxახლა მთავარია ერს წერილები არ მოგვწეროს და პოლიტიკაში არ წავიდეს..
This post has been edited by VoK on 25 Nov 2013, 14:55
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...