მგონი ერთ კვირაზე მეტია ღამეებს ვათენებ.

ნახევარი სამეფო ქრისტიანია და მესამედი ქართველიც. Divine Supremacy მაქვს იდეებით, 3%-ით მიზრდის კონვერტაციის სისწრაფეს.
Casus belli - ს გარეშე თავიდან სტაბილურობას მინუს 3-ზე ვაგდებდი ხოლმე და ახლა უკვე რამდენი ხანია პლიუს 3-ზე ქვემოთ არ ჩამომიყვანია. შენობების მუღამიც ახლა გავიგე, ვაჭრობის ძალას და დაბეგვრას რომ ზრდის. თავიდანვე ასე რომ დამეწყო ახლა 1546 წელს ოთომანი და მოსკოვი ალბათ აღარ იარსებებდა ან ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა.

მოსკოვი დღედაღამე ეომება ლიტვას და შვედეთს. ოთომანების წინააღმდეგ კოალიციაში 4-5 ქვეყანაა (თვითონ ჩემს წინააღმდეგ კოალიციაშია რაც მსოფლიო დომინანტობაში კონკურენტად მომიაზრა, ოღონდ ჯერ არ გვიომია).
პოლონეთთან ალიანსი მაქვს.

ისეა ეს თამაში აწყობილი, კომპიუტერული ქვეყნები რეალური ისტორიის მიხედვით იქცევიან. მაგალითად თემურიდები 2 წელი არავის ეომებოდნენ, რამდენიმე ადგილას აჯანყებულები გაჩნდნენ, ვუყურებ და ამდენი ხნის განმავლობაში თემურიდების ჯარი აჯანყებულების ჩასახშობად არ მიდის. როგორც ჩანს პროგრამულად ჩადებულია, რომ სპარსეთს უნდა აცადოს მანდ ხელახლა "გამობრწყინება"... იგივეა ლიტვაზე, სამხრეთით სულ აჯანყებულები ყავს და თითქოს არც ებრძვის... მოსკოვიც დაუსახლებელი ციმბირისკენ მიიწევს, მაგრამ კოლონიზაციას დიდი დრო ჭირდება, მაგ დროში 4 მაგდენი ტერიტორიის წართმევა შემიძლია უკვე არსებული ქვეყნებისთვის. ანუ მოსკოვი ყველა ვარიანტში აგებს.
... თან თვალებს ვითხრი, თან დღისით ნახევრად მძინარე დავდივარ და ვინადგურებ ჯანმრთელობას, ასე რომ ახლა კეთილს ვინებებ, თავს მოვუფრთხილდები და ამ თამაშს წავშლი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
გუშინ ყველაზე მთავარი დამავიწყდა. მანდ კულტურა მაქვს დასავლური. რეფორმაცია ჯერ კიდევ მანამდე განვახორციელე, სანამ კასპიის აღმოსავლეთით გავიჭრებოდი და სანამ ოქროს ურდოს ბოლომდე დავიპყრობდი. ყირიმის სამხრეთ ნაწილში გენოა იყო მაშინ.
სტაბილურობა და მონარქის ძალა მინუსებში გადამიყვანა, ისეთ დღეში ჩამაგდო.

მაგრამ ახლა ჩემს გარშემო დასავლური კულტურის არავინ არ არის. სამხრეთ-აღმოსავლეთით, აფრიკაში და ამერიკაში ხომ საერთოდ ტექნოლოგიურად უვიცები არიან და უამრავი რესურსი ჭირდებათ წინ წასაწევად. ჩრდილოეთით და დასავლეთითაც ახლო ქვეყნები ხორვატია, სერბეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ლიტვა, მოსკოვი ყველანი აღმოსავლური კულტურის არიან. ვფიქრობდი შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის თურქეთის გასასვლელი ჩამეკეტა, ზემოთ კიდევ მოსკოვი აღმოსავლეთიდან ჩემი პროვინციებით შემომესაზღვრა, მაშინ სადღა გაფართოვდებოდნენ? დასავლური კულტურის და ტექნოლოგიური წინსვლის მიღწევის ერთადერთი გზა მერე მთელი აფრიკა-აზიისთვის საქართველოზე გავიდოდა და წინ აღარაფერი დამიდგებოდა.
* * *