სს "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს
ნოემბერი 13, 2013
რკინიგზის ახალი მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თანამშრომელთა სოციალურ საკითხებზე ზრუნვაა.
მიმდინარე წელს, თანამშრომელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა ღამის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში ნამუშევარი დროის ანაზღაურება, რაც 3500-ზე მეტ თანამშრომელზე გავრცელდა. მიმდინარეობს მუშაობა სახელფასო ბადეზე. აღნიშნული პროექტების ფარგლებში მოხდა ძირითად პროფესიებზე ხელფასის მატება. ბოლო კალენდარული წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურება გაიზარდა 30 მილიონი ლარით და სახელფასო სარგო გაეზარდა დასაქმებულთა 80%.
უკვე არსებულ ჯამრთელობის სადაზღვევო პაკეტთან ერთად, ამოქმედდა კრიტიკული დაავადებების (კარდიოქირურგია, ონკოლოგია) დაფინანსების პროგრამა. ამ პროგრამით მსგავსი შემთხვევების დადგომისას, კომპანია რკინიგზელებსა და მათ ოჯახის წევრებზე გასცემს 6000 ლარამდე ფულად დახმარებას. დღეისათვის ასეთი დახმარებით ისარგებლა 50-ზე მეტმა თანამშრომელმა და გაცემულია 300 000 ლარზე მეტი.
გავითვალისწინეთ რა მზარდი მოთხოვნა უმაღლეს განათლებაზე, ხაშურსა და სამტრედიის სასწავლო ცენტრებში ვახორციელებთ აბიტურიენტთა უფასო სწავლებას უნარჩვევებსა და უცხო ენებში.
ამოქმედდა რკინიგზელთა შვილების წახალისების პროგრამა-თითოეულ წარჩინებით სკოლადამთავრებულს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
მოქმედებს პროფესიული განათლების უწყვეტობის წამახალისებელი პროექტი - რკინიგზის თანამშრომლებს უფინანსდებათ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლების საფასური, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის წამყვან უნივერსტეტებში.
ლოიალურობის პროგრამით საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 200 ლარიანი, ბავშვის დაბადებისას 500 ლარიანი, ხოლო პირველ კლასში წასვლისას 50 ლარიანი ფულადი დახმარება გაიცემა. შვებულებაში და პირველად პენსიაზე გასვლისას გაიცემა დანამატები შრომითი სტაჟის მიხედვით. ასევე გაიცემა ყოველთვიური დახმარება ვეტერან რკინიგზელებზე 2500 ლარის ოდენობით.
მიმდინარეობს სტრუქტურულ ერთეულებში შრომის პირობების (სანკვანძები, საშხაპეები) მოწესრიგების პროცესი. კომპანია მუშაობს არსებული სამუშაო იარაღებისა და სპეც.ტანსაცმელის უფრო ხარისხიანით ჩანაცვლებაზე.
საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს მუშაობა სოციალური, შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ამ მიზნების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია ინტენსიური დიალოგი საიმედო სოციალურ პარტნიორთან, ასეთად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გვესახება.
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი სისტემატურ დიალოგს აწარმოებდა ორივე, დღეისათვის დარეგისტრირებულ პროფკავშირთან, აქტიური განხილვების შედეგად მათ გადაეცათ კოლექტიური ხელშეკრულების პროექტები, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და დღევანდელი რეალობიდან გამომდიანრე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული თანამშრომელთა ინტერესები. თუმცა რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა რადიკალური მოთხოვნების დაყენებით ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკების პროცესი, კერძოდ:
- მათ მიერ არ იქნა განხილული შეთავაზებული პროექტი წლიური შედეგების მიხედვით თანამშრომელთა პრემირების შესახებ;
- უარყოფილ იქნა ზედმეტად ნამუშევარი საათების დასვენების დღეებით ჩანაცვლების შეთავაზება- აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სრულ თანხვედრაშია ახალი შრომის კოდექსის მოთხოვნებთან;
-რაც შეეხება თანრიგების დაწესებას, ასევე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით თანამშრომელთა ანაზღაურებას, რკინიგზის ახალი პროფკავშირებისათვის ცნობილია, რომ აღნიშნული კომპლექსურად განიხილება ახალი სახელფასო ბადის დაწესების ფარგლებში.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე რკინიზელთა ახალი პროფკავშირების ქმედება კომპანიის მიერ აღქმულია, როგორც გარედან კონტროლირებადი, მიმართული ცალკეული ლიდერების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ცოტა აქვს საერთო რკინიგზის თანამშრომელთა ინტერესების დაცვასთან.
მსგავსი დექსტრუქციული ქმედებები საფრთხეს უქმნიან რკინიგზის იმიჯს და მზარდი ტვირთნაკადის პირობებში უარყოფითად მოქმედებენ სატრანსპორტო დერეფნის საიმედოობის აღქმაზე.
საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს მოლაპარაკებები ნებისმიერ მხარესთან, მათგან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე.
http://railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=284
ეს ყველაფერი თუ დაემატათ რათ არის პრატესტი?
რაშია საქმე?
dzuku71
მაგ პათოსით არ გამისხნია
თუ გაუმჯობესებულია პირობები შესაბამისად პროტესტიც ნაკლები უნდა იყოს
იმას არ ვამბობ რომ დამაკმაყოფილებელია ეს ყველაფერი
უბრალოდ მაინტერესებს აღშფოთების მიზეზი
თუ ეს ყველაფერი გემატება პროტესტი უნდა იყოს ნაკლები
ადრე მემგონი ასეთი სრულმასშტაბიანი გაფიცვა არ ყოფილა
ლოგიკურად უფრო კარგი პირობები იყო?
ეს მაინტერესებს
This post has been edited by SPLIYVI on 14 Nov 2013, 02:39