#38877833 · 27 Nov 2013, 16:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვაუჩერული დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფელში, დაბაში და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლებში. დაფინანსების ძველი მოდელი არ იძლეოდა ამ სკოლების განვითარების საშუალებას. ვაუჩერულ დაფინანსებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე კი, სკოლას შეუძლია კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვროს პრიორიტეტები და თავად დაგეგმოს სკოლის ბიუჯეტი, სკოლის დირექციას შეუძლია თანხები მიმართოს იმ პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებაზე, რაც კონკრეტული სკოლისთვის მნიშვნელოვანია.
სკოლების დაფინანსების ახალ სისტემაში გათვალისწინებულია ინკლუზიური განათლების სპეციფიკა და სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის დამატებით დაფინანსებას იღებს. თანხა გამიზნულია ინკლუზიური სერვისის (სპეც-მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვა) უზრუნველყოფისთვის.
|