#38781972 · 19 Nov 2013, 00:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისევე როგორც ბევრს თქვენთაგანს, მეც მაქვს აღებული სესხი ბანკში, კერძოდ პროკრედიტში. სესხის ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში წერია დაახლოებით შემდეგი:
QUOTE | ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების x.x.x პუნქტის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთი ნებისმიერ საბანკო პროდუქტზე, მისი მომსახურების ნებისმიერ სტადიაზე, თუ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთო ეკონომიკური პირობები და/ან გამოიცემა ნორმატიული აქტი საქართველოს სავალუტო-საკრედიტო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით |
პროკრედიტის გარდა, სხვა ბანკებსაც აქვთ მსგავსი პირობები ჩადებული. ზოგს ინფლაციაზე კორეკტირებაც. ხოდა, ესეთი კითხვა მებადება, რამდენად კანონიერია ესეთი პირობების ჩადება? ბანკი თავის რისკში იღებს პროცენტს სესხიდან და კლიენტს რატომ აკისრებს კიდევ პასუხისმგებლობას ქვეყანაში ეკონომიკურ ცვლილებებზე? კლიენტი ცვლის ეკონომიკას ქვეყანაში? რატომ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ბანკს არაფრის რისკის აღება არ უნდა? იპოთეკაში იდებს ქონებას და შესაბამისად სესხის არდაბრუნების რისკი პრაქტიკულად მოხსნილი აქვს, ანუ თუ არ დაუბრუნებენ, არ იზარალებს. ეხლა ლარის კურსი თუ შეიცვალა მნიშვნელოვნად, ამის რისკის აღებაც არ უნდათ? აბა რისი რისკი აქვს მაშინ აღებული?
ეროვნული ბანკი არ არეგულირებს ესეთ უსინდისო მოპყრობას ბანკების მხრიდან? კლიენტის ინტერესებიც ხომ უნდა იყოს გათვალისწინებული? კლიენტს ისედაც აქვს დიდი რისკი აღებული და პასუხისმგებლობა. რატომ უნდა იყოს კლიენტი კიდევ პასუხისმგებელი ესეთ გლობალურ რისკებზე?
თქვენ რა აზრის ხართ?
|