#38919577 · 1 Dec 2013, 00:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გია პაპავა
რაის სოდიანი წყალი, მაგან რა უნდა გიქნას. კუჭის მჟავიანობას დაგიწევს და მორჩა. ცისტიტი გაქვს ალბათ. შენით სითბოს და ბევრი სითხის მეტს ვერაფერს მიიღებ...
ბოლოს და ბოლოს, minute clinic-ში მიდი, CVS Pharmacy-საც აქვს და ცალკეც არის. შეიძლება Urgent care ერქვას. ინგლისური იმდენი მაინც გეცოდინება, რომ გააგებინო..მაგის გაგებინება ადვილია, ყოველ შემთხვევაში...უთხარი I have sharp pain in the lower part of the abdomen, especially during urination (მუცლის ქვედა ნაწილში მაქვს მწვავე ტკივილები, განსაკუთრებით შარდვის დროს). I have a feeling I want to urinate, especially at night (მუდმივად მაქვს შეგრძნება, თითქოს შარდვა მინდა, განსაკუთრებით ღამით). თუ შარდვის სურვილი გაქვს, მაგრამ შარდვა შემცირებულია, მაშინ დაამატებ although I cannot urinate--თქო.
დაგინიშნავს ექიმი რამეს და არ მგონია, შარდმდენები ძვირი ღირდეს. ტკივილზე გამაყუჩებელი შეგიძლია დალიო, ეგენი ურეცეპტოდ იყიდება CVS Pharmacy-ში...ზედ შეიძლება ეწეროს painkiller, pain reliever, Analgetic and anti-inflammatory, ან შემოკლებით NSAID=Non steroid anti inflammatory drug)...ისე, ნიახურის ნახარშიც შეიძლება, შარდმდენია ეგეც.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|