http://www.cci.ge/ka/statiacci.php?ID=13832 დეკემბერს თბილისს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
„თელასის“ ცნობით, სარემონტო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს, თბილისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებში - 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ჩხეიძის, კახიძის, ლეონიძის, ვეძათხევის, გორკის, ჩიქობავას, მაზნიაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში - 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის III კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას და ავშნის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, X და X ა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში - 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის I მიკრორაიონის, ნუცუბიძის და შავგულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში - 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.