მანქანაში შუქგამტარობის შემზღუდავი ყველა საშუალების გამოყენება იკრძალება
11:12 07-11-2013
მძღოლებს, სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებასთან ერთად, მანქანებში შუქგამტარობის სხვა ფორმით შეზღუდვაც აეკრძალებათ. ამას "ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.
მოქმედი კანონის გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშეა დამუქებული, მძღოლის 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას იწვევს.
პროექტის თანახმად კი, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" შესაბამის მუხლს ემატება ასეთი ჩანაწერი - "ან რომლის მინების შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული".
როგორც ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ცვლილებების მომზადება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მინების შუქგამტარობის სხვადასხვა ფორმით, მაგალითად "ფარდებით" შეზღუდვა, საგზაო მოძრაობისას გარკვეულ სირთულეებს ქმნის და ავტოსაგზაო შემთხვევების მომეტებულ საფრთხეს შეიცავს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ჩადენილ დარღვევებს - მათ შორის მინების დამუქებასაც ეხება. ამ ცვლილებებით, მინების დამუქების გამო ერთხელ დაჯარიმებული მძღოლი, ქმედების წლის განმავლობაში განმეორების გამო, 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევაში ექვსი თვით მართვის უფლება შეუჩერდება.
იპნ
ანუ მინის დაბურვასთან ერთად სხვა სახის დაბურვაც უქმდება, მაგალითად ფარდის ჩამოფარება ან მსგავსი მოქმედება

იმენა მახათიაააა
შკოდებს მიხედეთ თქვე სირებო თქვენ!!!!

პურზეც რომ ანთებული მიგალკებით დარბიან და გაბღებნძილები ზოლში სიარულს რომ აღარ კადრულობენ!!!
This post has been edited by DaNGeR_DaNGeR on 7 Nov 2013, 12:06
For every minute you are angry you lose sixty seconds of happiness.