#38948821 · 3 Dec 2013, 14:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე უწინ და თავდაპირველად ქართველები იყვნენ სამყაროს გვერდით...მათ ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ და გვერდით კი არაფერი არ არსებობდა.მოსწყინდათ ქართველებს მარტოობა...მათ გართობა და ლხინი უნდოდათ.მაგრამ ქართველები ზარმაცები იყვნენ. მათ ჰქონდათ იდეა, - შეექმნათ სამყარო და მოელხინათ.მაგრამ ზარმაცები იყვნენ ისინი.ამიტომ მათ შექმნეს ღმერთი და ღმერთმა შექმნა სამყარო...თუ სადმე გაიგონებთ, რომ სამყარო სომხების შექმნილია, - არ დაიჯეროთ.ეს არასერიოზული ტყუილი იქნება.მხოლოდ მე დამიჯერეთ.მე სერიოზულად გატყუებთ!
მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტიც:
ჯერ იყვნენ მატერიალისტები და მათგან შეიქმნა არაფერი. მერე, - არაფრისგან შეიქმნა მატერია და მატერიამ შექმნა ნეო-მატერიალისტები. შემდგომ ამის შეიქმნა ყველაფერი არაფრისგან და ყველაფრისგან შეიქმნა მესამე თაობის მატერიალისტი, რომელმაც დაამტკიცა პრამატერიალისტის მოსაზრება, რომ მატერიალისტებმა შექმნეს არაფერი და არაფრისგნ შეიქმნა ყველაფერი და მატერიალისტებიც... მგონი ნათელი უნდა იყოს ყველაფერი! თუ კიდევ დარჩა რაიმე გაუგებარი, ჰკითხეთ მეოთხე თაობის მატერიალისტებს.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|