ხდება ისე რომ არ გვინდა ჩვენი ძაღლი ან კატა დავტოვოთ მარტო სახლში გვიწევს მათი ჩვენთან ერთად წაყვანა სამოგზაუროდ, უმეტესად ეგ გზა არის მოკლე ( ქალაქიდან სოფელში, ერთი ქალაქიდან მეორეში ან კიდე ერთი ქვეყნიდან მეორეში ).
გიმგზავრიათ თუ არა თქვენი ცხოველებთან ერთად ?
როგორ გადააქვს მგზავრობა ძაღლებს / კატებს ?
აძლევთ თუ არა რაიმე მედიკამენტებს რომ დაიძინოს ან მოეშვას და გული არ აერიოს ?
როგორ გადაგყავთ ? სპეციალური ჩანთით თუ ყუთით ?
შორი მოგზაურობისას რა სახის საბუთები ჭირდებათ რომ ქონდეს მოწესრიგებული მე მყავს ფრანგული ბულდოგი, ეხლა 7 თვისაა. პატარა როცა იყო თბილისიდან ბათუმში ჩამოვიყვანი 8 კვირისს ასაკში ( მაშინ ავიყვანეთ ) და უპრობლემოდ იმგზავრა, არც გული არევია და არც ტუელტი მოუთხოვია, ჯერ წუწუნებდა მერე დიღალა და ეძინა ხელში.
ეხლა მალე გვიწევს შორი მგზავრობა, გადაჯდომებით სულ 35 საათი ვიქნებით გზაში. როგორც აღმოვაჩინეთ ფრანგული ბულდოგს ეგრე ზოდებულ "ბაგაჟში" არ უშვებენ რადგან მოკლე ცხვირი აქვთ და ცუდად გადააქვთ მგზავრობაო. ამიტომ უნდა ავიყვანოთ ჩვენთან ერთად თვითფრინავის კაბინაში. მაგრამ მანდ არის წონის შეზღუდვა

9-10 კგ-ზე მეტს არ უშვებენო. ყველანაირად ვცრდილობთ არ მოვამატოთ წონაში ( ეხლა 9 კკს იწონის )
მაინტერესებს ვინმეს გაქვთ თუ არა მსგავსი შორი მგზავრობის გამოცრდილება თქვენს ცხოველებთან ერთად ? როგორ იქცევიან ? ჭირდებათ ძილის წამალი ? რა სახის საბუთები უნდა ქონდეს მწყობრში ?
თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ ან გაქვთ რაიმე გამოცრდილება ძალიან მადლობელი ვიქნები თუ გამიზიარებთ.