კორუფციის აღქმის ინდექსის რეიტინგში საქართველო 55-ე ადგილს იკავებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 177 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, ოთხი პუნქტით გაუარესდა.
საქართველომ 2013 წლის კვლევაში 100-ქულიან შკალაზე 55 ქულა მიიღო. კვლევაში ნული ნიშნავს ძალზე კორუმპირებულს, ხოლო 100 - ძალზე სუფთა საჯარო სექტორს.
კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2013 წელს დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთსა და შვედეთში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში არიან სომალი, ჩრდილოეთ კორეა, ავღანეთი და სუდანი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 51-ე ადგილი დაიკავა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ls-ikavebs.html=======================
ვერ ვიპოვე შესაბამისი ლინკი, იქნებ ვინმემ იპოვოთ.