აღშფოთდა, ანერვიულდა, აძაგძაგდა ევროპული დემოკრატიის ციტადელის _ ევროკავშირის თავსა მჯდომარე ელიტა:
_ დაარბიეს!
_ დაარბიეს!
_ დაარბიეს დემონსტრანტები კიევში! (ყოფილ ზალეჟნაიას, ამჟამად ევრომაიდანზე).
თბილისში 26 მაისს მერაბიშვილ-სააკაშვილის სპეცრაზმების მიერ ჩაწიხლული აქცია დახოცილ-დასახიჩრებული დემონსტრანტებით, ნაცემ-ნაბეგვი ადამიანებით, დაბორკილები რომ ეყარნენ თავსხმა წვიმაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, როგორც რიყეზე ამოგდებული თევზები, ჩვენი ძვირფასი ევრო მეგობრების მიერ მხოლოდ ძალაგადამეტებულ მოქმედებად შეაფასეს.
«ლაითად».
ხოლო ამერიკელმა «ექსპერტებმა», რომლებიც თურმე მონიტორებით თვალს ადევნებდნენ ახალი კონკისტადორების ამ დაუნდობლობას, ბევრი არ უხეხიათ, _ პირდაპირ გაათეთრეს შავი ყორანი _ სააკაშვილი მიხეილი და მისი ოპრიჩნინა. მაშინაც და სამომავლოდაც.
კიევის ევრომაიდანზე თავგაჩეხილი და დასისხლიანებული კაციშვილი არავინ ყოფილა. მაგრამ უნდა ყოფილიყო, როგორც ნაპერწკალი, რომელიც, ერთის მხრივ, ააგიზგიზებდა «რევოლუციურ ხანძარს» უკრაინაში, მეორე მხრივ, საბაბს მისცემდა «თეთხელთათმანიან» ევროლიბერალებს თავის გემოზე ეწიოკათ და ევიშვიშათ.
უნდა ყოფილიყო და შექმნეს. (იხ. ფოტო #1)
ჰყავთ ასეთი პროვოკატორები მასმედიაში, კერძოდ, ფოტორეპორტიორთა გილდიაში. კარგად დაფინანსებული «ფოტოაგენტები».
საქართველოში ჩვენს ფოტორეპორტიორებს, რომლებმაც თავიანთი გადაღებული დოკუმენტური კადრებით მსოფლიოს დაანახეს ჭეშმარიტი სურათი 26 მაისის «ბართლომის ღამის», ჯაშუშობაში დასდო ბრალი ყოფილმა ხელისუფლებამ და ციხეებში ჩაყარა.
ასეთი იყო და რჩება ორმაგი სტანდარტები იანუსების კასტის.
გუშინ ინტერნეტში (http://polemika.com.ua/news-133029.html) დაიდო მასალა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამ პარანორმალური მოვლენის ახსნის საშუალებას გვაძლევს.
თურმე ძალიან მარტივი ყოფილა, ისეთივე მარტივი და პრიმიტიული, როგორიც იყო, მაგალითად, ხურჩაში დადგმული ტერაქტი: ზუგდიდის მხრიდან (!) რომ ესროლეს და ააფეთქეს ავტობუსი, რომელმაც გალის რაიონიდან ჩამოიყვანა ამომრჩევლები და რომელიც «რაღაც სასწაულით» «თავდასხმის» მომენტში ცარიელი იყო.
http://geworld.ge/View.php?ArtId=5455&lang...%83%91%E1%83%98საინტერესო სტატიაა