#39005233 · 8 Dec 2013, 14:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკაცრავად თუ არასწორად გავხსენი თემა, მოკლედ რა ხდება, ინვესტორი გვთავაზობს მე და ჩემს მეზობლებს საცხოვრებელი სახლების დანგრევას (გატარებული მაქვს რეესტრში) და მათ ადგილზე ახალი კორპუსის აშენებას, ამასთან ხელშეკრულებას გვადებინებს რომ თანახმა ვართ აღნიშნულ ფართზე აშენდეს ახალი კორპუსი, ანუ დაინგრეს ჩვენი სახლები. მაგრამ ხელშეკრულებაში გვიწერს რომ მოგვჩემს მარტო ჩვენი კუთვნილი ფართის შესაბამის ფართს, დანარჩენზე გვეუბნება რომ მერიაში პროექტის დამტკიცების შემდეგ, როცა გავიგებთ რამხელა კორპუსის აშენება შეგვიძლია, მერე გეტყვითო. ხელშეკრულებაში ეს არ წერია, მაინტერესებს რამდენად სწორია ასეთი სახით ხელშეკრულების დადება, დავიჯერო მანამ, სანამ ჩვენ არ დაგვიბარებდა და ხელშეკრულებებს არ დაგვადებინებდა არ იცოდა რამხელა კორპუსის აშენება შეუძლია? ან რა სამართლებრივი დოკუმენტი არეგულირებს მაგ ურთიერთობებს რომ მითხრათ, ან კიდევ, რომ ააშენოს შემდგომში კორპუსი და მეტი ფართი არ მომცეს, რაიმე ბერკეტი მაქვს რომ მოვთხოვო დამატებითი ფართის გადმოცემა?
|