აბა ელექტრონიკის ახალგაზრდა მამებო, ბებერ პაპას იქნებ რამე ურჩიოთ

მეგობრის ანდროიდიან ჩინურ პლანშეტს აკუმულატორი მალევე დაუბერდა და შიდა აკუმულატორის პარალელურად გარედან ნოუთბუქის იგივე ძაბვიანი ელემენტი "მივაჯღანე" რის შემდეგაც პლანშეტმა აურია, ანუ აპლიკაციებს თვითონ ხსნიდა, კეცავდა თიშავდა და ა. შ. გეგონება ვირუსიანი ვინდოუსიაო. მერე გარე ელემენტზე მავთულები მოვაჭერი და ყველაფერი გასწორდა. ხოდა, ვერ ვხვდები, აკუმულატორის ტევადობის გაზრდით რატომ აურია ანდროიდმა?