მოკლედ ხალხო ესეთი პრობლემის წინაშე ვდგავარ :
სააბაზანოში მინდა გავაკეთო აბაზანა ლამაზი და კარგი შუშის ჩარჩოთი (კედელიც და კარებიც შუშის რა) . დაახლოებით ესეთი სურათში რო არის ნაჩვენები . ეხლა რა ხდება , დავიარე სხვა და სხვა მაღაზიები და საშინელი რაღაცეები იყიდება (დემასშიც, იდეალშიც , კაფელის სახლშიც , ელიავაზეც და ა.შ) , რაღაცა ჩინური ხლამები ყრია , ძირიც არ უვარგა და შუშაზე და სახელურებზე და კონსტრუქციაზე ხომ არაფერს ვამბობ ალბათ 1-2 თვეში ჩამოვარდება . რას მირჩევთ სად ვიყიდო? არის სადმე კარგი ხარისხის ? ან ვინმე არის ვინც აწყობს ხარისხიანს . იქნებ ვინმეს პრაქტიკა გქონდეთ რა .
მიმაგრებული სურათი