#38963747 · 4 Dec 2013, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ბაზარი შედარებით იაფი თურქმენული საწვავის მისაღებად უკვე მზადაა. ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში წერს. თურქმენულ მხარესთან რამდენიმე კერძო ქართული კომპანია მოლაპარაკებას უკვე მართავს. საცალო ქსელში კი, თურქმენული საწვავის ფასი 1,75 – 1,78 ლარი იქნება. „თურქმენული საწვავი ცუდი ხარისხის ნამდვილად არ არის. შუა აზიაში რამდენიმე თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა მოქმედებს, მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ბრენდ-კომპანია ოპერირებს და შესაბამისად, ნავთობის ხარისხიც არ არის დაბალი. საწვავი კერძო კომპანიებმა უნდა შემოიტანონ, ჩვენ კი პოლიტიკური საკითხი გადავწყვიტეთ და აზერბაიჯანი მზადაა, რომ თურქმენული საწვავი გამოატაროს“ - განაცხადა ნავთობის იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.
|