
საკმაოდ სერიოზული მეტოქეა და სათითაოდ დავიწყოთ ფეხბურთელების განხილვა, ძირითადად ლეგიონერების:
რობერტ არზუმანიანი - სომხეთის ნაკრების ძირითადი ცენტრალური მცველი, უთამაშია დანიურ რანდერსში და პოლონურ იაგელონიაში
http://int.soccerway.com/players/robert-arzumanyan/31058/ანდერსონ სანტანა - ამ ზაფხულს გადავიდა ოდესის ჩერნომორეციდან, სადაც 2 სეზონის განმავლობაში ძირითადის მარცხენა მცველი იყო
http://int.soccerway.com/players/anderson-...s-santos/80396/მარკოს პიზელი - ბრაზილიელი სომეხი, რომელსაც სომხეთის ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული და ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა - დონეცკის მეტალურგი, კრასნოდარი, კუბანი
http://int.soccerway.com/players/marcos-marcos/40565/დანილო ნეკო - საკმაოდ ძლიერი ბრაზილიელი თავდასხმელი, რომელიც ალანიას დაშლის შემდეგ გადაბარგდა ყაზახურ კლუბში. 2012/13 წლის რპლ-ის სეზონში 13 ბურთი გაიტანა აუტსაიდერ ალანიას შემადგენლობაში
http://int.soccerway.com/players/danilo-mo...ino-neco/32734/და ბოლოს, ყაზახების ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც აკტობეში ამ ზაფხულს გადავიდა:
ალეკსეი ანტონოვი - 28 წლის უკრაინის ჩემპიონატში მუდამ მოთამაშე ფორვარდი. 2013/14 წლისა და 2012/13 წლის სეზონებში მის ანგარიშზე 10 გოლია, შესაბამისად ჩერნომორეცისა და კრივბასის შემადგენლობაში. 2014 წელს კი ნიგერის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში 45 წუთი ითამაშა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს რაც შეეხებოდა შემადგენლობას, ახლა კი სტადიონი, რომელიც 14 000-მდე მაყურებელს იტევს

ამჟამად ყაზახეთში გახურებული ჩემპიონატია, ჩემპიონატში კი აკტობეს შედეგები ასეთია:
1 Aktobe 17 10 5 2 26 7 19 35
2 Kairat Almaty 17 9 3 5 26 17 9 30
3 FC Astana 17 8 6 3 25 15 10 30
4 Shakhter Karagandy 17 9 2 6 26 18 8 29
5 Kaisar Kyzylorda 17 7 6 4 17 15 2 27
6 Ordabasy Shymkent 17 7 4 6 19 18 1 25
7 Atyrau 17 6 6 5 17 15 2 24
8 Irtysh Pavlodar 17 6 3 8 23 25 -2 21
9 Tobol Kostanay 17 5 6 6 16 22 -6 21
10 Zhetysu Taldykorgan 17 5 4 8 12 16 -4 19
11 Taraz 17 4 2 11 14 28 -14 14
12 Spartak Semey 17 1 3 13 9 34 -25 6
აკტობე ქართულ გუნდებს არაერთხელ გადაყრია
კომენტარები:
წილისყრის შედეგებზე დინამოელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე მცირე კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ჩეხმა მიხალ ბილეკმა.
“ამ ეტაპზე “აქტობე” ჩვენთვის ამოუცნობი გუნდია. კონკრეტულად “აქტობეზე” და ზოგადად ყაზახურ ფეხბურთზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ უახლოეს პერიოდში შევუდგებით ამ გუნდის უკეთ გაცნობას”.
თბილისის “დინამოსთან” მომავალმა დაპირისპირებამ დიდი აჟიოტაჟი გამოწვია ყაზახურ ვებ-გვერდებზე. “აქტობეს” წარმომადგენლებიც და ადგილობრივი გულშემატკივრებიც, რომლებიც საკუთარ აზრს ფორუმებზე გამოთქვამენ, ერთხმად აღიარებენ, რომ მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი გუნდებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე ერგოთ.
აი, რას ამბობს “აქტობეს” მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ნიკიტენკო: “თბილისის “დინამო” პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელოვანი კლუბია. საქართველოს ჩემპიონი ღირსეული მეტოქეა. ქართული ფეხბურთი ნიჭიერი ფეხბურთელებით ყოველთვის მდიდარი იყო. ვეცდებით, დინამოელთა ძლიერი და სუსტი მხარეები შევისწავლოთ”.
მძიმე ბრძოლის მოლოდინშია ყაზახური კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეი მიროშნიჩენკოც, რომელიც ერთ საინტერესო დამთხვევაზე საუბრობს: “ყველა “დინამო” ჩვენსკენ მოდის. გასულ წელს კიევის “დინამოს” ვეთამაშეთ, ახლა თბილისელთა ჯერია, რიგში კი, ალბათ, მოსკოვის და მინსკის დინამოელები დგანან. ადრე, “აკტობეს” რუსთავთან და “ტორპედოსთან” უთამაშია და ორივე მათგანს ვაჯობეთ. ახლა, უფრო გაგვიჭირდება. თბილისის “დინამო” დიდი ისტორიის, ტიტულების და ამბიციების მქონე კლუბია”.
ქართულ კლუბთან დაპირისპირებაში შანსებს 50/50-ზე აფასებს “აქტობეს” თავდამსხმელი იგორ ზენკევიჩი. “თბილისის “დინამო” ძალიან კარგი მეტოქეა. ვფიქრობ, შესაძლო მეტოქეებიდან საქართველოს ჩემპიონი ყველაზე ძლიერი იყო. შანსები, ისევე როგორც შარშან ბელარუსულ “ბატესთან”, თაბაბარია. ადრე ქართული კლუბების წინააღმდეგ არ მითამაშია, მაგრამ ვიცი, რომ ქართველებს ტექნიკური ფეხბურთი უყვართ. “დინამო” სახელოვანი გუნდია და იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის”.
და აქტობელთა სომეხი მცველის რობერტ არზუმანიანის კომენტარიც, რომელსაც ქართველთა წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების მაისურით უთამაშია. “ქართველები ყოველთვის ტალანტებით მდიდარნი იყვნენ. ვიცი, რომ ახლაც კარგი გუნდი ჰყავთ და ძლიერი ლეგიონერებიც შეკრიბეს. უკეთესი წილისყრაც შეიძლებოდა, თუმცა, თუკი რაიმეს მიღწევა გვსურს, ეს ბარიერი აუცილებლად უნდა დავძლიოთ”.