#39210418 · 25 Dec 2013, 21:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს 36 წელი გავიდა რაც ქართული ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ჩაიბარა. მაშინ სასულიერო პირებმა თქვეს რომ პატრიარქმა ჩაიბარა სუდარა გადაფარებული ეკლესია. ღვთის წყალობა აღსაყდრების პირველივე დღეს გამოჩნდა, მაშინ როცა მმრევლისგან დაცლილ ტაძარში მორწმუნეთა რიგი დადგა 141 პატრაიქრის მოსასმენად. გზა მზიან ღამეში ისეთივე ეკლიანი იყო როგორც გოლგოთაზე, მაგრამ უკანდახევის ან შეჩერების უფლება თავად უფლისგან არ ქონდა, ამიტომაც მან მორწმუნეთა გამოფხიზლება და ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის დაბრუნება ითავა. წლების განმავლობაში ჯვარი უფრო დამძიმდა, იყო დიდი განსაცდელებიც. მას შემდეგ ხალხი ტაძარს დაუბრუნდა, მას შემდეგ ეკლესიები აშენდა და ქართველებს სამების ხილული სასწაული მოევლინა. პატრიარქმა ყველაზე რთულ გამოცდას გაუძლო ახლა კი როცა ყველაფერი შეიცვალა სასოწარკვეთას სხვასაც არ დაანებებს, ერთხელ დიდი ხნის განშორების შემდეგ პატრიარქმა იმ მიწაზე დადგა ფეხი სადაც 11 წელი იმსახურა, აფხაზეთში, მაშინ პატრიარქმა იტირა მარა იმედი მაინც არ დაუკარგავს. მოციქულების ნაზიარები რწმენა დავიწყებული იყო. ძალადობრივად დახურული იყო 30 ზე მეტი ეპარქია, ეკლესია მონასტრები დანგრეული, გაუქმებული დაკეტილი. მორწმუნე ხალხი თითზე ჩამოსათვლელი იყო, მორწმუნეებს აშინებდნენ დევნიდნენ და სწორედ ამ დროს ჩაიბარა პატრიარქმა ურთულესი მისია, მოთმინებით და არა სულსწრაფობით, თხოვნით და არა ძალდატანეობით ლოცვით ერისათვის, ლოცვითქვეყნისათვის ლოცვით მტრის შემობრუნებისათვის და შეისმენს უფალი მის ლოცვას. და გაიღებიან ათწლეულებით დაკეტილი ეკლესიები, განმრავლდება ეკლესიაში მღვდელი, ბერ-მონაზვნები, მრევლი, გაიხსნება ახალი ეპარქიები, გამოიცემა ათობით ჟურნალ-გაზეთი, სასულიერო ლიტერატურა. გაიხსნება სასულიერო სკლები, სემინარიები, უნივერსიტეტები. აშენდება და იკურთხება ასობით ახალი ტაძარები.
„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“
--------------------
[B]იჰუუუუუუუუ[/B]
|