ქოცებო, შეცვალეთ პლასტინკა
ახალი დირექტივები მოვიდა
მთავრობამ, შესაძლოა, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განაახლოს
თბილისი 19:10 - 28.01.15 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა64 ზომა:
საქართველოს მთავრობამ შესაძლოა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განაახლოს. როგორც ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა აღნიშნულ საკითხზე მთავრობა უახლოეს პერიოდში იმსჯელებს.
,,რკინიგზამ ძალიან ბერი იმუშავა, დავასრულოთ საინჟინრო სამუშაოები.Uუახლოეს პერიოდში საკითხი იქნება გამოტანილი მთავრობის სხდომაზე და, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ იმისთვის, რომ ახალი მოდიფიკაციებით პროექტი განახლდეს", _განაცხადა კვირიკაშვილმა.
«თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის», მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლა ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით.
სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს.
პროექტი შეიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას.
ახალი ხაზი გამოეყოფა არსებულ ხაზს ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით - გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.
პროექტი ასევე გულისხმობს სადგურ «დიდუბესა» და სადგურ «ნავთლუღს» შორის მდებარე მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში, 73 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს. აღნიშნული ტერიტორია გამოყენებული იქნება ქალაქის განვითარებისთვის.
თბილისის ცენტრალური სადგური გაუქმდება, ხოლო «დიდუბისა» და «ნავთლუღის» სადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სადგური «ნავთლუღი» მოემსახურება აღმოსავლეთი მიმართულების მგზავრებს, ხოლო სადგური «დიდუბე - დასავლეთით.
http://ghn.ge/news-123288.html