ანუ ერთ კომპზე მიერთებულია ეს პრინტერი USB კაბელით, ბეჭდავს ჩვეულებრივ, ასევე გაზიარებულია ქსელში და ქსელიდანაც იბეჭდება ჩვეულებრივ,
პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ, პრინტერზე აქვს ღილაკი Copy/Scan ანუ თუ გინდა რომ დაასკანერო უნდა გადართო პრინტერი ამ სკანირების რეჟიმზე და დაასკანერო უკვე თავისივე პროგრამით Canon MF Toolbox, მაგრამ ამ დროს თუ ქსელიდან ან თუნდაც ძირეული კომპიუტერიდან ვინმემ პრინტზე გამოუშვა დოკუმენტი ვერ იბეჭდება მანამდე სანამ პრინტერზე არსებული Copy/Scan კლავიშით ისევ არ დააბრუნებ პრინტზე. თუ გადართვა დაგავიწყდა ვეღარავინ ვერ ბეჭდავს

სეთინგებში ვერაფერი ვიპოვე დასაყენებელი, იქნებ ვინმე დამეხმაროთ. რა ვუყო, ან მე არ ვაკეთებ რამეს სწორად.
გაითვალისწინეთ რომ ამ მოდელს ქსელური ფუნქცია არ აქვს თორემ ამ პრობლემას ადვილად მოვაგვარებდი