კრემლმა საქართველოსთვის მოიცალა და ოპერაცია “БриТва”-ს მწვანე შუქი აუნთო. “БриТва”, ავტომატურ რეჟიმში, იმ წამიდან ამოქმედდა, როდესაც საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერევანში ვიზიტი და მისი განცხადება: “რუსეთი აქედან არსად წასვლას არ აპირებდა. პირიქით, ჩვენ ვაპირებთ, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები ამიერკავკასიაში”, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის თითის დაქნევა.
“არ გაგიკვირდეთ, თუ საქართველოში სეპარატიზმი მომძლავრდება. ეთნიკური უმცირესობები ხმას აიმაღლებენ და ამ ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქაოსის შექმნაა, ისეთი ქაოსის, რაზეც ევროკავშირი თავად იტყვის უარს, ასეთ ქვეყანასთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე. თუ საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხს, რომელზეც ახლა მსჯელობა მიდის, პარლამენტი მიიღებს, ჩათვალეთ, რომ ოპერაციამ სტარტი წარმატებით აიღო. საქართველოს დაყოფა რუსეთის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა, რადგან ასე ბევრად ადვილად დაიმორჩილებს. დააკვირდით, ვინ არიან მისი რეალური ავტორები? ამ პროექტის დამტკიცებისთანავე ქვემო ქართლი იფეთქებს, სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული ტერიტორია, რასაც მხარს დაუჭერენ მათსავე მოსაზღვრედ მყოფი თავისვე ეთნოსის სახელმწიფოები _ სომხეთი და აზერბაიჯანი”. ამავე ოპერაციის ფარგლებში რუსული ფულის შემოდინება დაიწყება და ძირითადად ეს მედიასა და არასამთავრობო სექტორში გადანაწილდება. თუმცა ეს პროცესი უკვე დაწყებულია. რუსეთმა ქართულ მედიაში დასაყრდენი იპოვა”,
http://premieri.ghn.ge/com/news/view/464საქმე ძალიან სერიოზულადაა.
აქ , კი მამაო-სკამაო და ჯიპი. ლგტბ და პანდუსები არ გამოგველია.