დავით ბერძენიშვილი - შემოგვაქვს ტერმინი "სამხარეო საკონსულტაციო საბჭო"
13:26 06-12-2013
დავით ბერძენიშვილი - შემოგვაქვს ტერმინი "სამხარეო საკონსულტაციო საბჭო" ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ადასტურებს, რომ თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში , მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების საბჭოების ნაცვლად, სავარაუდოდ, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოები შეიქმნება.
როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ასეთი შეთავაზებით პარლამენტში მმართველი გუნდი გამოვა. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი ამ ნაწილში არსებითად არ გადაიხედება.
"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, რომელშიც კოალიციაში შემავალი ექვსივე პარტიის ხელმძღვანელი, ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე რამდენიმე მინისტრი მონაწილეობდა, შევთანხმდით, რომ კოალიცია პარლამენტში სამუშაო ვერსიად მხარს დაუჭერს, რომ რეგიონებში მუნიციპალიტეტთა გაერთიანებას სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო დაერქვას. შემოგვაქვს ტერმინი "სამხარეო საკონსულტაციო საბჭო". საბჭოს გუბერნატორი იწვევს. საბჭოს საკუთარი აპარატი არ ეყოლება და მას გუბერნატორის ადმინისტრაცია მოემსახურება. თავის მხრივ, გუბერნატორი დაინიშნება ისე, როგორც ახლა ინიშნება და სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო გუბერნატორების შერჩევასა და დანიშვნაში არ მონაწილეობს. თუ სამხარეო-საკონსულტაციო საბჭო, გამოკვეთილი უმრავლესობით, გუბერნატორს პრინციპულად არ ეთანხმება, მაშინ ცენტრალური ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას" , - განმარტა დავით ბერძენიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის მოწინააღმდეგეთა კრიტიკა ძირითადად, კანონპროექტის იმ ნაწილისკენ არის მიმართული, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტების რეგიონულ გაერთიანებად სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინსტიტუტი ყალიბდება, რომლის ფუნქციებიც არსებითად იცვლება. რეგიონული გაერთიანებების უფლებამისილება იქნება: შესაბამისი ტერიტორიის განვითარების სტრატეგიის შექმნა და დამტკიცება; მის მართვაში გადაცემული საავტომობილო გზების მართვა; მის მართვაში შემავალი სხვადასხვა სახის კულტურული დაწესებულებების მოვლა-შენახვა; გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტების მყარი ნარჩენების გადამუშავება და უტილიზაცია და სხვა. აღნიშნულ გაერთიანებას ასევე ეყოლება კოლეგიური ორგანო - საბჭო, რომელიც გაერთიანებაში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისგან დაკომპლექტდება და მას სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი უხელმძღვანელებს. პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანებების შექმნას ავტონომიური ერთეულის ჩამოყალიბებასთან აიგივებს და მასში სეპარატიზმის ხელშეწყობის საფრთხეს ხედავს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...io-sabtcoq.html2 დღის წინ რომ ვწერდი რესპებისაა ეს პროექტითქო არავინ მიჯერებდა. ახლა გამოდიან რესპები და უსუფას პატრიარქთან აუდიენციის მერე ვითომ გადააკეთეს პროექტი. არადა როგორც ჩანს იგივე რჩება სხვა სახელით და მარაზმატიკული ფორმით.
რა საჭიროა საბჭო თუ მას რწმუნებულის აპარატი ემსახურება, რომელსაც რწმუნებული ნიშნავს და უნიშნავს ხელფასს. რა უნდა გააკეთოს ამ საბჭომ? გაერთიანება ისევ რჩება, და მასში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიან და მას გუბერნატორი ხელმძღვანელობს. რა საჭიროა ეს რგოლი რა ფუნქცია აქვს????????????
"ბრიტვა" პროექტია