მოკლედ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცალი კალოშით მოსული და მერე გამდიდრებული ნაცების (ნაცქოცების) არსებობას არც ის უარყოფს... ხო, ნუ კიდე, ბევრგზის ისა და ესა ვარო, მარა ბედნი ვარო მაინცო... ნუ ეგ ისედაც ვიცოდით...
ხაჩიძის პასუხი ხადურს-"ცალ-ცალი კალოშით ხელისუფლებაში მოსული "ნაცები" ახლა "ქოცები" არიან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგაგ ხაჩიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრს მიმარტავს დააკონკრეტოს წინა ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი მოვიდა ხელისუფლებაში „ცალ-ცალი კალოშით“. გოგა ხაჩიძის თქმით, ის „ნაცები“ რომლებიც „ცალ-ცალი“ კალოშით მოვიდნენ ხელისუფლებაში ახლა „ქოცები“ არიან.
"მაინტერესებს, ვის გულისხმობდით. პირადად ჩემზე შემიძლია გითხრათ, რომ ორგზის დეპუტატი ვარ, ოთხი წელი ორი რეგიონის გუბერნატორი ვიყავი, ოთხი წელი მინისტრად ვიმუშავე და დღემდე ჩემი ოროთახიანი ბინის კრედიტს ვიხდი, 2001 წლის "რენო ლაგუნათი" დავდივარ. ვის გულისხმობდით და ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი "ნაცები", როგორც თქვენ აღნიშნეთ, ახლა "ქოცები" გახდნენ და თქვენთან გადმოინაცვლეს", - მიმართა ფინანსთა მინისტრს ხაჩიძემ.
შეგხასენებთ, რომ დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „ნაციონლაური მოძრაობის“ ლიდერების კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ "კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების" ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან“.
წყარო (პირველი რადიო)