კასპის რაიონის სოფელ ბოჟამში გამყოფ ხაზთან სიახლოვეს მყოფი დასახლებების საჭიროებებისათვის შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისიის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით აღნიშნული სოფელი გაზიფიცირების პროგრამიდან ამოიღეს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, სოფელი მხოლოდ გამრციხველიანების პროგრამაში ჩართეს. ბოჟამელები გაზიფიცირებას ითხოვენ.
ბოჟამი ოსური სოფლების სიახლოვეს მდებარეობს. გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლო მანძილი სოფლიდან 2 კმ-ია. ის სამთავისის ტერიტორიულ ორგანოში შედის. ადგილობრივები განსაკუთრებულად უტრანსპორტობას და დაზიანებულ გზას უჩივის: ,,სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, სოფელში ერთი ნივაა, იმას ვიყენებთ. ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანა ეგ ნივაა” – გვითხრეს ბოჟამში.
http://qartli.ge/web/16044რეგიონალური განვითარების სამინისტროდან შემოდის ვინმე ამ ფორუმზე?
This post has been edited by მაწო on 7 Dec 2013, 13:19