იყო დრო როცა ახალი წელი ნამდვილი დღესასწაული იყო ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ წლებს თავისი მიაქვს და ისეთი დღესასწაულიც კი როგორიც ახალი წელია თავის ხალისს კარგავს.
2 ში ერთერთი ასეთი ნაცრისფერი საღამო იყო. ცოლი დამადგა და სასწრაფოდ გამოდი გარეთ ვიღაცას მაგრად უჭირსო. მეც გამოვედი აივანზე. პატარა ფისოს კნავილი ისმოდა. აშკარად განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მაგრამ თვალის ერთი მოვლებით არსად ჩანდა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ხეზე, მაღლა რაღაც მოჩანდა შავი. ვიცი ტრაბახი არაა კაი საქმე, მაგრამ შეიძლება ითქვას წარმოუდგენლად კარგი შორსმედველობა მაქვს და მიუხედავად ამისა დანამდვილებით ვერ ვიტყოდი რა იყო. გამახსენდა ახალგაზრდობაში ძაღლისგან შეშენებული კატა როგორ აძვრა საკმაოდ მაღალი ალვის ხის კენწეროზე. ასვლაში მაგრები არიან, მაგრამ ჩამოსვლა ძალიან უჭირთ... 2 დღე ღამე გაათია იქ და როცა მივხვდი რომ ის თავისით ვერ ჩამოვიდოდა და მე ხის კენწეროზე ვერ ავძვრებოდი ვიშოვე ძალიან გრძელი სარი, რამდენიმე გადავაბი ერთმანეთს და ჩამოვაგდე ხიდან

უნდა გენახათ რა მოკურცხლა. მას მერე რამდენჯერმე ვნახე და გული სიხარულით გამევსო.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო შორიდან ყურებას ახლოდან ნახვა ვამჯობინე და გადავწყვიტე ხესთან მივსულიყავი. ცოლიც გამომყვა. ქუჩის მეორე მხარეს გადასული არც ვიყავით, რომ დავინახეთ ტროტუართან ახლოს, 2 მანქანას შორის ფისო ეგდო და მაგრად გულის შემძრავად კნაოდა. თავს რამდენიმე თავისივე ასაკის ფისო დასტრიალებდა და ვიცი არადმაჯერებლად გამოჩნდება, მაგრამ დაგვინახეს თუ არა ეგრევე მათაც კნავილი ატეხეს, თითქოს გვთხოვდნენ ჩვენს დაიკოს მიეხმარეთო.
ვტაცე ხელი და სასწრაფოდ სახლში ამოვიყვანე. სინათლის შუქზე გამოჩნდა, რომ 8-9 თვის წითური ფისო იყო - გოგო ფისო. ცხვირი სისხლით ქონდა მოთხვრილი, ვერ ინძრეოდა და კიდურები რაღაც არაბუნებრივად ჰქოდა... თან ჩასვრილიც იყო. სასწრაფოდ დავურეკეთ ნაცნობ ვეტერინარს... საღამო იყო მეთქი კი ვთქვი, მაგრამ ეხლა გამახსენდა, რომ დევრეკე 2 იყო დაწყებული. გავაღვიძე. მოვუყევი ჩვენი ისტორია და გვირჩია კომფორტულად მოგვეთავსებინა და ყოველი შემთხვევისთვის რაღაც ნემსის გაკეთება გვირჩია, მაგრამ ნემსი არ გავუკეთე, რადგან ისედაც გული ჰქონდა შიშით გამსკდარი და გადავწყვიტე ტკივილი აღარ მიმეყენებინა.
პირველი ღამე გავუთიე, ყოველი შემთხვევისთვის. 2 დღე ღამე ეძინა. მერე ნელ ნელა მოკეთდა... ანუ რო დაგვინახავდა გვაშინებდა არ მომეკაროთო და სულ ფხხხ ფხხხს ძახლიში იყო

მივხვდი რომ უკეთესობისკენ წავიდა. მერე კარგადაც ჭამა. 5 რიცხვში უკვე სიარულიც დაიწყო, ძნელად მაგრამ მაინც და მერე ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. 6ში უკვე კარგად დადიოდა, სკამზე ახტა, ჩამოხტა და ა შ. კალთაში რომ ჩავისვი ღრუტუნატორიც კი ჩართო, მაგრამ სულ ჯუჯღუნებდა მიაუ მიაუ

აშკარად წასვლა უნდოდა. ძალიან ლამაზი ფისო გამოდგა, ნუ ძალიან. მეზობელმა გვითხრა ეგენი მოპირდაპირე კორპუსთან ცხოვრობენ ამა და ამ ადგილზეო და ვიღაც 2 სანდომიანი ადამიანი აჭმევს ხოლმეო.
მოკლედ ესე იყო თუ ისე დღეს შუადღეს, მას შემდეგ რაც უკანასკნელი 2 დღე ღორმუცელასავით ჭამა და გათბობასთან ეძინა, კიდევ ერთხელ გემრიელად ვაჭამეთ და ჩავიყვანეთ მითითებულ ადგილას. შორიდან გამოჩდა 4-5 ფისო. ახლოს არ მოგვკარებიან, უბრალოდ იდგნენ და გვიყურებდნენ. დავსვით ჩვენი ფისო და გავეცალეთ, თუმცა თვალი არ მოგვიშორებია. მოვშორდით თუ არა დაეხვიენ თავს, ჰქონდათ ერთი სიყვარულობანა
წამოვედით სახლში და მაგარი დადარდიანებული ვიყავი. ძალიან მივეჩვიე. დავიტოვებდი, მაგრამ ერთი უხასიათო კატა მყავს + ძაღლი და არანაირად არ გამოვიდოდა, თან ფისოს ბედიც მადარდებდა...
ამ დარდიანობაში ვიყავი და უცებ ცოლმა მითხრა აივნიდან გადაიხედეო.
გადავიხედე და გინდა დაიჯერეთ და გინდა არა და ფისოს დედა მოგვადგა - მიაუ მიაუ იძახოდა და თან ზევით იყურებოდა. ფისო მოიცადე არ წახვიდე თქო დავუძახე, ვტაცე ხელი კატების საჭმელს და ჩავურბენინე. არ გაქცეულა, დამელოდა. ახლოს არ გამეკარა მაგრამ არც გაქცეულა. დავუყარე საჭმელი და ამოვედი სახლში.
ჩვენი ფისო სანამ დღე იყო ჩანდა როგორ დანავარდობდა თავის და ძმებთან მეზობელი კორპუსის კიბეებთან.
ისეთ გრძნობა მაქვს რომ ხელახლა დავიბადე და გადავწყვიტე ეს ისტორია თქვენთვისაც მომეყოლა. თუ კი იმის მეათასედ ბედნიერებას მაინც იგრძნობთ, რასაც მე განვიცდი, ჩათვალეთ რომ მაგრად გამეხარდება
გაიხარეთ ყველამ
This post has been edited by mazila on 7 Jan 2014, 20:04
tu ara da arc ra... tu kaia