ისე, რა...
მომწონს, რომ არც ერთი მინისტრი პარლამენტში არ მიდის და ანგარიშს არ აბარებს ხოლმე თავიდან ბოლომდე,
მომწონს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის შეკითხვებს არ პასუხობს მთავრობა,
მომწონს, რომ არცერთ ტელევიზიას არ უშვებენ არცერთ სასამართლოზე,
მომწონს, რომ დებატები და პოლიტიკურ თოქ-შოუები ყველა არხზე აკრძალულია და სადაც დაშვებულია (იმ არხებზე, რომლებსაც მხოლოდ თბილისის ცენტრში ვიჭერთ საკაბელოებით) ხელისუფლების წარმომადგენლები საერთოდ არ მიდიან,
მომწონს, პროკურატურა და სასამართლო უნისონში მოქმედებენ, რაკი ასეა საჭირო ქვეყნის წინსვლისთვის,
მომწონს, რომ სამ თვეში ერთხელ შსს-ს და კუდ-ის სპეცრაზმი თავებს უხეთქავს იმ ოპოზიციური ძალის მომხრეებს, რომლებსაც არც შვილების დაჭერის შეეშინდათ, არც ბიზნესის წართმევის და არც მათ ჯიბეში სუბუტექსის აღმოჩენის,
მომწონს, რომ არჩევნებზე ყველა სადარბაზოსთან პრობაციონერთა მშობლებისა და მეგობრების რიგები იდგა.
ერთადერთი რაც არ მომწონს - რა უბედურებაა იყო ეს არჩევნების მეორე ტური და 50%-იანი ბარიერის ვერგადალახვა??? მაგათ ხო არ აჟრიალებთ??? მტერი 40 კილომეტრშია, დემოკრატიულობანას თამაშის დრო იყო ახლა? რატომ მოვიდა 1000 კაციან უბნებზე 1500-ის ნაცვლად 450 ადამიანი და თანაც აქედან 100-მა ოპოზიციას რა პონტში მისცა ხმა??? ოეეე, ქოცებო!!!

P.S. ავტორის ოფ-ტოპიკი: როგორც იცით საჩხერის ჩიხურას მოსკოვის ცეესკასთან ქონდა მატჩები, გასვლით შეხვედრაში სპარტაკის სკინჰედებს სულ ჯიშ-ჯილაგი უგინებიათ ჩვენთვის, განმეორებით მატჩში ჩიხურას ერთმა ფეხბურთელმა, რომელმაც გამარჯვების მომტანი პენალტი გაიტანა შეგვარცხვინა - გაიქცა და სპარტაკის სკინჰედების ტრიბუნასთან გასრიალდა, თან უხამსი ჟესტი უჩვენა...დამეხიეთ აგერო. ეს არის არასპორტული საქციელი და პატარა კაცობა, მოგვჭრა თავი მთელ დუნიაზე...
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey