#38972496 · 5 Dec 2013, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუცუბიძის მე-3 პლატოს ტერიტორიაზე, ვაშლიჯვართან დამაკავშირებელი ახალი გზის პირას, ხედით თბილისზე, მაქვს 450 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი. მსურს, ავაშენო საცხოვრებელი მრავალბინიანი, მცირე ზომის სახლი, დაახლოებით 1000-1200 კვ.მ. უხეში გათვლებით, 1200 კვ.მ თეთრი კარკასის აშენება ჯდება, დაახლოებით, 350,000$ (ანუ 1კვ.მ - 300$). ამ უბანში 1 კვ.მ თეთრი კარკასი ღირს 650-700$. ამ შუალედშივე მერყეობს მეორადი ბინების ფასიც. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ ბოლო დროს მცირე ზომის, ეკონომ კლასის ბინებზე მოთხოვნილება მკვეთრად არის გაზრდილი. ნაკვეთში გადახდილი მაქვს 80,000$. ამ ეტაპზე მშნებლებლობისათვის თავისუფალი თანხა არ მაქვს, მაგრამ შემიძლია საქართველოს ნებისმიერი ბანკიდან 100,000 $-მდე სესხის აღება. ყოველივე ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით, ვეძებ ბიზნეს პარტნიორს ან დაინტერესებულ პირს, რომელსაც შეეძლება მინიმუმ 100,000$-იანი ინვესტირება. პროექტი განხორციელდება ყველანაირი იურიდიული წესების დაცვით და მისი ხანგრძლივობა იქნება საშუალოდ, 1-1,5 წელი.
|