მოდით დავანებოთ თავი ფუნდამენტალიზმს და სენტიმენტალიზმს
უბრალოდ ავდგეთ და დავჯდეთ , როგორ?
აი ასე - მომქანცველად
ქართულ ანბანში მოკაკული ასო , ჩვენთვის მოუკაკავია , ამაზე ვინ დაობს ? ან ღირს კი ფიქრი ამაოებაზე , ხვალინდელ სარჩოზე , ერთხელ მაინც მოსულ თეთრ , სხვაგვარ თოვლზე.
დაობს ვინ?
არც არავინ , მაგრამ ...
ეჰ , მაგრამ , რომ მაგრამ....
ცვლილებები გარდაუვალია , მაგრამ გონებამ უნდა აწარმოოს .
იერარქია მოჩვენებითია, ის არ დნება . არ დაიჯეროთ მისი ნათების, ყალბია , უსუნო... რადგან არ ვიცით პრივილეგიები , მუსიკის ჰანგები , თემატიკა - ღიირს შერკინება გოლიათთან , რომელსაც ერთადერთი სურვილი აქვს - ჰეგეომონია ?
ნუ მოკლავ ახალშობილს შენში , მიეცი გზა , ის გზა , რომელიც გენეტიკურად მისია.
მე ვარ შენ ! როგორც საძირკველი მოიკიავებს , ისე მოეფინენა დაღლა სივრცეს
და რატომ ? პასუხი არის , რა თქმა უნდა !
ბილიკი გრძელია , ვრცელი და დამქანცველი
განა არ თქვა ტატომ ტაეპებით ?
თქვა!
გავიგეთ?
კი!
როგორ?
ასე!
რატომ?
იმიტომ!
მე თვალებს ვხუჭავ და სიმონია ჩამესმის , შენ თვალებს ახელ და ობიექტს ხედავ , ოღონდ ბუნდოვნად , თითქოს მღვრიეა
შეჩერდი!
სდექ!
მე აქ ვარ , მომეცი ხელი , არ დანებდე "ლინდა"!
მე ხომ რუსი ვარ ან თუნდაც პრუსიელი , ვოვა !
როგორ არ ავნებდე , განა ვნებდები ?
არნახულია ადამიანის თვალით ბოთლი , მარტივი ბოთლი , ყოველგვარი ეიფორიის გარეშე.
სისხლი წითელი ფერისაა , შენთვისაც და თქვენთვისაც. მე არ ვაკნინებ მოთხოვნილებებს , მე მათ ვემდდური , გესმით?
ვემდური .... ვემდური.....
მე ვემდური....
axalirevoluciaგთხოვ
This post has been edited by Choncxis mzera on 26 May 2013, 23:49