ვისაუბროთ ინტროვერსიაზე, ჩვენს პირად გამოცდილებაზე მასთან მიმართებაში, იმ თვისებებზე, რაც ვფიქრობთ ინტროვერსიით არის განპირობებული, გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები და შთაბეჭდილებები ისევ და ისევ ინტროვერსიასთან და ინტროვერტებთან მიმართებაში.
თემაზე ვრცელდება ფორუმსა და ფსიქოლოგიის განყოფილებაში არსებული წესები. ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ ერთმანეთის პროვოცირებისა და პროვოკაციაზე პასუხისგან.
ასევე თავი შევიკავოთ პირადი საუბრებისგან, რომლებიც არ უკავშირდება თემას, უსაგნო ჩეტისა და გრძელი, არათემატური დისკუსიებისგან. გვახსოვდეს, თემის მიზანია მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნა, სადაც ინტროვერტებს და არამარტო შეეძლებათ ინტროვერსიაზე საუბარი.

Uploaded with
ImageShack.usფაქტები ინტროვერტებზე:
- ადამიანების უმრავლესობა ინტროვერსია-ექსტროვერსიის შკალის შუაში ექცევა. არ არსებობს აბსულუტური ინტროვერტი ან აბსოლუტური ექსტროვერტი;
- ინტროვერტები მოსახლეობის 1/3-1/2-ს შეადგენენ. თუ ინტროვერტი არ ხარ, აუცილებლად იცნობ ასეთს;
- თუ ფიქრობ, რომ არ იცნობ, ე.ი. კარგად ინიღბება. იმის გამო, რომ თანამედროვე მსოფლიოს გაიდეალებული აქვს ექსტროვერტული ბუნება, ინტროვერტები ხშირად იძულებულნი არიან თავი ასეთებად მოაჩვენონ;
- ინტროვერტი არ ნიშნავს უცნაურს ან იშვიათს. ისინი მეტისმეტად ბევრნი არიან, რომ უმცირესობად ითვლებოდნენ;
- ინტროვერსია გავრცელებული იდეალი იყო დაახლოებით მეოცე საუკუნემდე. ამ დრომდე ადამიანებს, რომელთაც სხვა ადამიანებთან აქტიური ურთიერთობა უყვარდათ (ექსტროვერტებს) თავქარიანებად, ან სულად მსუბუქი ყოფაქცევის პირებად მიიჩნევდნენ. მას შემდეგ რაც, გაბატონებული პოზიცია ექსტროვერტულმა იდეალმა დაიკავა, კომპლექსიანებად და არათავდაჯერებულებად ითვლებიან ინტროვერტები. გასული საუკუნის პირველ ნახევარში არსებობდნენ სკოლები, სადაც ინტროვერტის თვისებების მქონე ბავშვებს „გამოსასწორებლად“ აგზავნიდნენ; ფაქტი კი ერთია - ინტროვერტებიც და ექსტროვერტები საზოგადოების თანაბარუნარიანი და თანაბარმნიშვნელოვანი წევრები არიან;
- თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო ხშირად ჩნდება წიგნები, სახელმძღვანელოები, ფილმები ინტროვერსიაზე. „როგორ ვიზრუნოთ ინტროვერტზე,“ „როგორ ვაგრძნობინოთ ინტროვერტს თავი კომფორტულად“, რასაც მიუხედავად ცნობიერების ამაღლებისა, იმავე პრობლემასთან მივყავართ. კიდევ უფრო ძლიერდება სტერეოტიპი, თითქოს ინტროვერტები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, თითქოს ინტროვერტები და ექსტროვერტები სხვადასხვა პლანეტიდან არიან.

Uploaded with
ImageShack.usინტროვერტებს, აქვთ შედარებით ძლიერი სოციალური უნარები; შეიძლება სიამოვნებით ღებულობდნენ მონაწილეობას წვეულებებში თუ სხვა ჯგუფურ აქტივობებში, მაგრამ ამის შემდეგ მათ სჭირდებათ დრო, რათა ძალები აღიდგინონ. მათ ურჩევნიათ, საკუთარი სოციალური ენერგიები ხარჯონ ახლო მეგობრებთან, კოლეგებთან და ოჯახთან. ისინი უმეტესად ისმენენ, ვიდრე ლაპარაკობენ, ფიქრობენ სანამ საუბარს დაიწყებდნენ, და ხშირად თვითგამოხატვისთვის წერას ამჯობინებენ, ვიდრე საუბარს. მათ არ უყვართ კონფლიქტები. ბევრ მათგანს არ უყვარს მოკლეხნიანი საუბარი, თუცმა ღრმა დისკუსიებში სიამოვნებით ერთვებიან.
წინა თემების ბმულები:
ინტროვერტი, "აძინოჩკა ტიპები"ინტროვერტების კლუბიინტროვერტებიჩვენ, ინტროვერტები (IV ნაწილი).ინტროვერტები