გილოცავთ ძველით ახალ წელს, იგივე კალანდას(გურულად)
,,,გისურვებთ, ამ წელს მაინც ვისწავლოთ მივიღოთ ადამიანები ისეთებად, როგორებიც ისინი არიან...
,,, გისურვებთ, იმდენად მნიშვნელოვანი საქმეებით ყოფილიყავით დაკავებული, რომ წვრილმანებზე საჩხუბრად დრო და ენერგია არ გემეტებოდეთ...
,,,გისურვებთ, ნეგატივი თქვენი ქვეცნობიერის ყველაზე ღრმა რეგისტრებიდანაც ამორეცხოთ!
,,,გისურვებთ, გათავისუფლდეთ ტოქსიკური ადამიანებისაგან, რომლებიც წამლავენ თქვენს განწყობასა და შემართებას!
,,, გისურვებთ, საბოლოოდ გამოხვიდეთ დამკვიდრებული არაჯანსაღი სტერეოტიპებიდან და დოგმებიდან ("ასეა მიღებული", "ხალხი რას იტყვის" და მისთანა სიმახინჯეები)...
,,, გისურვებთ, გათავისუფლდეთ წყენისაგან და მოიშოროთ ეს მძიმე ბალასტი სამუდამოდ! ასევე გისურვებთ, თავისუფლად გაუშვათ ის, რაც არ არის "თქვენი"...
,,, გისურვებთ გაიაზროთ, რომ ერთადერთი ადამიანი, ვის წინაშეც ყველაზე მეტად ხართ ვალდებული - ეს თქვენ ხართ!
,,, გისურვებთ, იყოთ ის, ვინც ხართ და არა ის, ვისი დანახვაც სხვებს უნდათ თქვენში!
If you judge people, you have no time to love them...