დიდი მონდომებით გადავათვალიერე სპორტის თემაში გახსნილი ყველა თემა და ჩემდა სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინე ისეთი უნიკალური და უძლიერესი სპორტის თემა რომელსაც rollerblading ანუ იგივე როლიკები ქვია!
13 წლიანი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ჩემთვის ეს იყოს ნომერ პირველი სპორტი! ( ნუ როცა თვითონ კატაობ რა თქმა უნდა!

)
ვიცი რომ საქართველოში ბევრი ადამიანია ვინც როლიკებს"ეთაყვანება" ვინც კატაობს და ვისაც ძააან უყვარს როლიკები.
იმედია აქაც მოგძებნით როლლერებს და მერე ბევრ კარგ რამეს გავაკეთებთ ერთად!
მათ კი ვინც არ იცის რა არის როლიკები შემდეგი იმფორმაცია მგონი მოგეწონებათ :
ყველაზე ადრინდელი ცნობა როლიკებზე დათარიღებულია 1743 წლით, რომლეიც ლონდონში ასეთი გამოგონების გამოყენებაზე მიუთითებს, თუმცა გამომგონებლის სახელი უცნობია.
რაც ცნობილ პირველ გამომგონებელს, ეს გახლავთ ფრანგი მეცნიერი და გამომგონებელი ჟიან- ჟოზეფ მერლინი (Jean-Joseph Merlin) იგი სხვა და სხვა მუსიკალურ თუ სხვა სახის ხელსაწყოებს იგონებდა და ფრანგულ გამოფენებზე მათ დემონსტრაციას ახდენდა. 1760 წელს ერთ ერთ ასეთ გამოფენაზე მან თავისი რკინის ბორბლიანი ფეხსაცმლის დემონსტრირება გადაწყვიტა. სამწუხაროდ გამომგონებელს არც მუხრუჭი და არც მართვის მექანიზმი არ მოუგონია რის გამოც იგი დემონსტრაციისას უბრალოდ უზარმაზარ სარკეს შეასკდა!

ამ ფაქტმა კიდე რამდენიმე წლით გადადო როლიკების ოფიციალური დაარსების დღე!
საბოლოოდ პირველი დაპატენტებული როლიკები 1819 წელს საფრანგეთში მოხდა. მისი ავტორი იყო ასევე ფრანგი ინჟინერი და გამომგონებელი M. Petitbled ( პირდაპირ ფრანგულად დავდე იმიტომ რომ დღემდე არ ვიცი სწორედ როგორ იკითხება)

ამის შემდგომ როლიკებმა მრავალი განვითარება და სახე ცვლილება განიცადა და ყველაფრის მოყოლით თავს არ მოგაბეზრებთ უბრალოდ თუ დაგაინტერესებთ მკითხეთ. შევეცდები გიპასუხოთ.
მოკლედ როლიკები არსებობს უმეტეს წილად ორი ბაზის.
პირველი არის ინლაინ (inline)
და მეორე ქუადები ( quad)
inline-ები არის დღეს დღეობით ყველაზე პოპულარული როლიკების სტილი და მათისახეობა 1000ნაირია! ბორბლების რაოდენობა მერყეობს 3დან 6მდე! მათი ზომა ყველანაირია! და უშუალოდ "ბათინკი"-ც სხვა და სხვა სიმაღლის აღნაგობის და შემადგენლობისაააა.
quad-ები კი მე-19 საუკუნის დასასრულს და 20-საუკუნის მეორე ნახევრამდე გრიმიტობდნენ. ეს არის ცნობილი ორ რიგიანი როლიკების სტილი. რომელშიც ბორბლები არა ერთმანეთის მიმდევრობით არის განლაგებული როგორც ეს ინლაინშია არამედ პარალელური ორი წყვილი რაც საკმაოდ საინტერესო მანევრირების საშუალებსა იძლევა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ კონსტრუქციას თავისი დანაკლისები აქვს!
მოკლედ 1000 რამ მომდის თავში და აღარ ვიცი რა დავწერო აწი თუ ვინმეს რამე სეკითხვა გაგიჩნდებათ მკითხეთ და მოგწერთ!

ერთ ერთი პირველი როლიკების სახეობა რომელიც 1910 წელს არსებობდა!

ეგრედ წოდებული mounten skate!იყენებენ 4X4 გარემოში

როლიკების და inline სტილის ყველაზე ძლიერი და ძერსკი წარმომადგენელი! ეს როლიკები შორტრეკის სტილში აან დიდ მანძილებზე შეჯიბრებებში გამოიყენება და ადამიანური გონის უმაღლესი პიკია! ფასი 700 დოლარი და შეიძლება მეტიც დაჯდეს!