ბათუმის ყინულის სასახლე ჩამოიშალა ბათუმის ყინულის სასახლე ჩამოიშალა დიდთოვლობისა და ძაბვის ხშირი ვარდნის გამო ბათუმის ყინულის სასახლე მთლიანად ჩამოიშალა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყინულის სასახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯემალ ქაცვაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სასახლის აღდგენა 20 ათასი ლარი დაჯდება. "გამათბობელი ღუმელები ძაბვის ხშირმა ვარდნამ მწყობრიდან გამოიყვანა და გასაბერი გუმბათი ჩაიკეცა. ამინდის გამოსვლის შემდეგ მოვიწვევთ სლოვენიიდან სპეციალისტს, რომელმაც თავის დროზე ეს სასახლე გააკეთა. ყინულის სასახლის აღდგენა დაახლოებით 20 ათასი ლარი დაჯდება", - აღნიშნა ჯემალ ქაცვაძემ.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე დაზიანებული ყინულის სასახლის დასათვალიერებლად ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე მივიდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...hamoishala.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი