Mariam Talakhadze / December 10, 2013
გამარჯობა

) ახლა ვიპოვე ეს პოსტი და კარგი იქნებოდა ადრე მეპოვა, რომ პასუხი გამეცა. გეტყობა, რომ Pink.ge-ს მაშინდელ სპეციფიკას არ იცნობდი დეტალურად, რაც პრინციპში კარგიცაა, იმაზე “დიდები” გეგონეთ, ვიდრე ვიყავით.
პირველ რიგში, მაშინ სულ რაღაც 10-მდე ავტორი ვიყავით და ყველანი თავიდანვე ვმეგობრობდით, აუქციონზე დადებული ფეხსაცმლის და თვალის ჩრდილის გამო არავინ დარეგისტრირებულა საიტზე და არც მაგ მიზეზის გამო დაგვიწყია წერა. აუქციონები ჩვენთვისვე გასართობად მოვიგონეთ და ყველას მოგვწონდა ეს თამაში: მაშინ როცა სტატიებს ისედაც უფასოდ ვწერდით მე და ჩემი მეგობრები, თანმდევად ქულების დაგროვებაც დავიწყეთ და ეს სახალისო და სასიამოვნო იყო.
მაშინ არა მხოლოდ “დაწუნებულ” ფეხსაცმლის, (რომელიც სულაც არ იყო დაწუნებული, არამედ ზომა არ მომერგო და აბსოლუტურად უხმარი ყუთით მედო სახლში), არამედ ნებისმიერი ნივთის დადება შეიძლებოდა აუქციონზე და თანაც ნებისმიერი ავტორის მიერ. ასეთი სისტემის წყალობით რამდენიმე ავტორმა აუქციონის სახით “გაყიდა” მისთვის უსარგებლო, თუმცა სხვებისთვის სასარგებლო ნივთები.
სხვათაშორის, ეს აუქციონები და ნივთების გაცვლის აუცილებლობა იმითაც იყო სასარგებლო, რომ ის გვავალდებულებდა თვეში მინიმუმ ერთხელ შევხვედროდით ერთმანეთს, გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე და კიდევ უფრო დავმეგობრებულიყავით.
არავის არ გასჩენია (და თავს არ ვაპატიებდი, ასე რომ მომხდარიყო) იმის შეგრძნება, რომ სტატიებს წერენ აუქციონზე დადებული თვალის ჩრდილის გამო იმიტომ, რომ ეს იქნებოდა დიდი ტყუილი. სტატიების წერა პირველ რიგში ყველა ავტორს მოსწონდა და ეხალისებოდა. ეს მათი მოწოდებაა დღემდე და იმ დროინდელი ავტორებიდან 90% დღემდე წერს Pink-ზე.
Pink-ის ავტორების რაოდენობა დღეს 30-ს აღწევს და არავინ იღებს ფულად ჰონორარს. მათ სხვა, ხელშეუხებელი მოტივაციები ამოძრავებთ, რაც ჩემგან და ნებისმიერი ადამიანისგან პირველ რიგში დასაფასებელი და პატივსაცემია. Pink.ge არ არის სამსახური და არც არასდროს შევპირებივართ ვინმეს, მაღალ ანაზღაურებად სამსახურს. Pink.ge – ერთგვარი ცხოვრების სტილია და ან იმსახურებ მას, ან – არა.
books-not guns. Culture-Not Violence