სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ და რაც შეიძლება ბევრი მედალი უნდა ჩამოვიტანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განუცხადა.
"სოჭის ოლიმპიადაზე უნდა წავიდეთ და, რაც შეიძლება ბევრი მედალი ჩამოვიტანოთ, რათა გავახაროთ ქართველი ხალხი", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება რთული და გრძელვადიანი პროცესია.
"რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით , რომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავარეგულიროთ ურთიერთობები. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკური მიმართულებებით. პოლიტიკურს რაც შეეხება, ეს ცოტა რთული და გრძელვადიანი პროცესია", - განაცხადა კალაძემ.
ამ დროისთვის საქართველოს სოჭის ოლიპიადის ოთხი ლიცენზია აქვს - ფიგურულ სრიალში ელენე გედევანიშვილი, სამი ლიცენზია კი - თხილამურებით სრიალში.
შესაძლოა, ოთხ ლიცენზიას კიდევ ორი დაემატოს.
აუუუ....დავაი რა ბატონო...კახა.....ენერგეტიკას მიხედე....
მედალი არა და ბუს კვერცხი....
ან სხვა რამე "გაპრავება" მოიფიქრე....
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...movitanoth.htmlპ.ს. ჭიდაობა ყინულზე....ან რაიმე მსგავსი სახის სპორტი არ არსებობს ხო?!

პ.პ.ს ვინმემ აუხსენით, რომ ზამთრის ოლიმპიადიდან მედლების ჩამოტანა უფრო გრძელვადიანი პროცესია ...ვიდრე რუსეთთან ურთიერთობების დალაგება....
This post has been edited by iakhsari on 12 Nov 2013, 13:13