საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
ცოტა რამ ისტორიიდან -
ინგლისში "თავისუფლების დიდი ქარტიის" მიღებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს სამეფოში არისტოკრატებს და მოქალაქეებს შორის შემუშავდა სამეფო (თამარ მეფის, XII საუკუნე, პირველი მეფე ქალი საქართველოში) ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის ტიპის ხელისუფლების განშტოების შექმნის იდეა. პირველი ქართული პარლამენტი, ოპოზიციონერების და მათი ლიდერის, ყუთლუ არსლანის აზრით, ორი "პალატისაგან" უნდა ყოფილიყო შედგენილი:
1. "დარბაზი" – არისტოკრატების და გავლენიანი მოქალაქეების საკრებულო, რომლებიც დროდადრო შეიკრიბებოდნენ და მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. გადაწყვეტილებების შესრულება ეკისრებოდა მეფეს.
2. "კარავი" – ორგანო, რომელიც იმუშავებდა განუწყვეტლივ, დარბაზის მოწვევებს შორის.
არსებულ დაპირისპირებაში გაიმარჯვეს მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა. თამარ მეფის ბრძანებით ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს. ამის შემდეგ ქართველებს მხოლოდ 1906 წელს მიეცათ შესაძლებლობა გაეგზავნათ თავისი წარმომადგენლები ხელისუფლების საპარლამენტო განშტოებაში; რუსეთის სათათბიროში (საქართველო 1801 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა) დეპუტატები იყვნენ ნოე ჟორდანია (შემდგომში 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი), ილია ჭავჭავაძე (ქართული ნაციონალური მოძრაობის ფუძემდებელი), ირაკლი წერეთელი (II სათათბიროში სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ლიდერი, შემდგომში რუსეთის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი), კარლო ჩხეიძე (IV სათათბიროში მენშევიკური ფრაქციის ლიდერი, 1917 წელს მუშათა და ჯარისკაცთა სრულიად რუსეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მოწვევის თავმჯდომარე,1918 წელს ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე) და სხვები.
1918 წელს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაფუძნდა პირველი "ქართული ეროვნული პარლამენტი".
1921 წელს პარლამენტმა მიიღო პირველი ქართული კონსტიტუცია.
კონსტიტუციის მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ საქართველო დაიპყრო რუსეთის კომუნისტურმა ჯარებმა.
ამის შემდეგ საპარლამენტო ხელისუფლება საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა 69 წლის მანძილზე.
1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირში. არჩეულმა უზენაესმა საბჭომ (ცრუ და ფსევდო-პარლამენტის სახელი ყოფილ საბჭოთა კავშირში) გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.
1991 წლის 26 მაისს საქართველოს მოსახლეობამ აირჩია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად. დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანდათანობით გაღრმავდა, რაც 1991-92 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. პრეზიდენტმა დატოვა ქვეყანა, უზენაესმა საბჭომ შეწყვიტა ფუნქციონირება და ძალაუფლება ხელთ იღო სამხედრო საბჭომ.
1992 წელს საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე (ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი). ის გახდა სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც გადაკეთდა სახელმწიფო საბჭოდ. სახელმწიფო საბჭომ აღადგინა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია. 1992 წლის 4 აგვისტო სახელმწიფო საბჭომ გამოაცხადა საპარლამენტო არჩევნების დღედ.
1995 წელს ახალარჩეულმა პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. დღეს საქართველო არის საპრეზიდენტო ქვეყანა, ერთპალატიანი პარლამენტით. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლება-მოსილებებს.
© www.parliament.ge
----
საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი
საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრთა ზნეობრივ და სამართლიან მოქმედებებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, წარმომადგენლობითი ინსტიტუტებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებაში, ეთიკური ნორმების სრულყოფასა და განვითარებაში, და ვალდებულებას იღებს, დაიცვას პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღიარებული და შეთანხმებული ძირითადი პრინციპები და საფუძვლები.
პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპებია:
ა) საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ერთგულება;
ბ) პატიოსნება;
გ) ობიექტურობა და მოუკერძოებლობა;
დ) ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა წინაშე;
ე) გულწერფელობა.
1. პარლამენტის წევრები ფიცის დადებით ვალდებულებას იღებენ, იყვნენ კონსტიტუციის ერთგულნი, დაიცვან კანონი, ემსახურონ საზოგადოებრივ ინტერესებს, გააუმჯობესონ დემოკრატიული მმართველობა, გააღრმავონ საზოგადოების რწმენა პარლამეტარიზმისადმი და აამაღლონ ამ ინსტიტუტისა და მთლიანად სახელმწიფოს პოზიტიური იმიჯი, ხელი შეუწყონ ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, აგრეთვე პარლამენტის წევრთა, მათ შორის, თანამდებობის პირთა, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.
2. პარლამენტის წევრებს აკისრიათ ზოგადი ვალდებულება, იმოქმედონ ხალხის ინტერესების შესაბამისად, და აქვთ კონკრეტული მოვალეობები საკუთარი ამომრჩევლებისადმი. მათ პერიოდულად უნდა გააკეთონ გულწრფელი და დეტალური ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ და ამით გამოხატონ პასუხიმგებლობა ამომრჩეველთა წინაშე.
3. პარლამენტის წევრები უნდა შეეცადონ, თავისი საქმიანობით გააუმჯობესონ პარლამენტისა და მისი სტუქტურების მუშაობა, რისთვისაც სრულად უნდა გამოიყენონ ცოდნა და გამოცდილება
4. პარლამენტის წევრები ყველა ვითარებში უნდა მოიქცნენ საზოგადოების მიერ მათდამი გამოხატული ნდობისა და პარლამენტის სტატუსის შესაბამისად. თითოეული მათგანის მოვალეობაა, დაიცვას პარლამენტის ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ინტერესები, არ დაუშვას თავისი კოლეგების, პარლამენტში მომუშავეთა და სხვა პირთა შეურაცხოფა და უპატივცემულობა მათი განსხვავებული პოზიციის ან მცდარი შეხედულები გამო. Pპარლამენტის წევრები არ უნდა იყენებდნენ დამამცირებელ გამოთქმებსა და უხამს სიტყვებს; უნდა იყვნენ გულისხმიერნი და კორექტულნი იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ მიმართავენ.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრივილეგიები, რომლებითაც პარლამენტის წევრები სარგებლობენ, ხელს უნდა უქყობდეს მათ მიერ ამომრჩეველთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და არ უნდა იქნეს გამოყენებული პირადი, ოჯახის წევრების ან ახლობელთა ინტერესების სასარგებლოდ. Pპარლამენტის წევრებმა თავის საქმიანობაში არ უნდა დაუშვან ნეპოტიზმი და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღკვეთონ ეს უარყოფითი მოვლენა.
6. პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილებათა მომზადების, განხილვისა და მიღების დროს, ასევე სხვა პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონიერი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერსებით.
7. პარლამენტის წევრებმა საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია თავისი და ოჯახის წევრების მატერიალური მდგომარეობისა და ფინანსური ინტერესების შესახებ. მათ დროულად უნდა განაცხადონ საკუთარი ინტერსების თაობაზე, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტი პირად, მათ შორის, ფინანსურ, და საზოგადოებრივ ინტერსებს შორის, ხოლო კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში იგი საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყვიტონ ან უარი უნდა თქვან აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე.
8. პარლამენტის წევრებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებთან საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
9. პარლამენტის წევრებმა კრიტიკის მიმართ ტოლერანტული და კორექტული დამოკიდებულება უნდა გამოავლინონ.
10. პარლამენტის წევრები ყველას მიმართ უნდა იყვნენ სამართლიანნი, უნდა იმოქმედონ მიუკერძოებლად კონსტიტუციის, კანონების, პროცედურული წესებისა და ეთიკის კოდექსის საფუძველზე და დაიცვან კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპი.
11. პარლამენტის წევრები პატივისცემით უნდა მოებყრონ საქართველოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს, განურჩევლად რასისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნულ-ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.
12. პარლამენტის წევრები საპარლამენტო საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისი გარეგნული იერით, ქცევითა და საჯარო გამოსვლებით უნდა შეესაბამებოდნენ საზოგადოებრივი ეთიკის საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს.
© partiebi.ge
მოკლედ თანდათან თემას შევავსებთ და ვფიქრობ უპრიანი იქნება აქ ვწეროთ ამ მოწვევის პარლამენტის მუშაობის ავკარგიანობაზე !!

მოკლედ დაიქოქა!!!!!
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!