დომინაციით და სქილებით თუა საუბარი, ვილტ ჩემბერლეინზე დომინანტი მოთამაშე ამ ლიგაში არ ყოფილა და სავარაუდოდ აღარც იქნება, არავინ ჩაგრავდა ოპონენტებს ისე როგორც არც შაკი თავის პრაიმში, არც ემჯეი და არც ვინმე სხვა.
თან მარტო ქულების გროვებაზე და მოხსნებზე არაა,(თუმცა არც ეგაა ადვილი მთელი ლიგა ხელებში რომ გირტყავს გაუჩერებლად) ზოგს რომ გონია აქაოდა 6.9-ზე მაღალი ხალხი არ იყო ლიგაში, იასნია ეს ამხელა მუტრუკი ყველას დაჩაგრავდაო, შეხედეთ დღევანდელ ბალეტ ბასკეტბოლს ყოველ შეხებაზე რომ ჯარიმას დებენ და ზემოდან ისიც ნახეთ რამდენი ბიგმენი ჩაგრავს თუნდაც თავისზე ბევრად დაბალ და მსუბუქ ოპოპნენტებს ფეინთში, ლიგის საუკეთესო სქორერი ბიგმენები სულ უფრო და უფრო შორს გადიან ფარიდან.
ტიპი ფერ გეიმ 48 წუთს თამაშობდა, 1 წამითაც არ ჯდებოდა(სეზონი ქონდა საშუალოდ 48 წუთზე მეტი გამოუვიდა ფერ გეიმ ოვერტაიმების გამო) მუდმივად ხელებში ურტყავდნენ, აი გაუჩერებლად, მიუხედავად მაგისა გადიოდა და 50 ქულას დებდა.
სიმაღლესთან ერთად ლიგის ყველაზე სწრაფი მოთამაშე იყო, track ათლეტი იყო NCAA-ში კალათბურთის თამაშის დაწყებამდე, ნახტომიც ბაი ფარ ყველაზე მაღალი და სწრაფი ქონდა, კაროჩე უსწრებდა თავის დროს, უფრო მეტად ფიზიკურად ვიდრე სქილსეტით.
ადრეც მაქვს ჩემბერლეინის არქივიდან დადებული ვიდეოები NBA-ს თემაში, კარგად ჩანს მაგისი ფიზიკური შესაძლებლობები.
ეს ლიფინგ აბილითი
ეს ვიდეო კი მთლიანად სასწაულია, 0:56-ზე სირბილის აბსურდული ტემპი, 2:41 ნახტომი და ჰაერიდან ბურთის ჩამოხსნა, 9:00 კიდევ ერთი ჩამოხსნა, 14:14 ამაზე საერთოდ არ ვიცი რა ვთქვა, დღევანდელ NBA-ში ამსიმაღლეზე მაკგი ახტება ალბათ მხოლოდ.
TL:DR მიღწევებითაც და სათამაშო დონითაც რასელა და ვილტი.