უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ დეკლარაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარეშე მიიღებენ
11-12-2013, 18:53
წაკითხულია: 17
განცხადებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომელსაც სხდომაზე დღეს დაპირისპირებაც მოჰყვა, პარლამენტი, სავარაუდოდ, მაინც მიიღებს. უმრავლესობამ დადგენილების საკუთარი პროექტი წარადგინა. უმცირესობის განცხადებით, დოკუმენტში არ არის გაწერილი რუსეთის ფაქტორი. ის მოითხოვს, აღინიშნოს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთს უკავშირდება და მისი დესტრუქციული ქმედებების შედეგია. შენიშვნები უმრავლესობას უკვე გადაეგზავნა. აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები.
უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულმა მხარემ, მხარდაჭერა გამოხატოს მოძმე ხალხის, ევროატლანტიკური სივრცის მიმართ.
პარლამენტში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ დეკლარაციას, დღესვე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მონაწილეობის გარეშე მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო დარბაზი დატოვა.
http://timer.ge/15257-ukrainashi-mimdinare...-miigheben.html