3 ათას ლარამდე ღირებულების საქონლის განბაჟება 20 ლარი ეღირება3 ათას ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო გაფორმებისთვის საფასური 100 ლარიდან 20-ლარამდე მცირდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკოფენერენციაზე შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, იმპორტიორთა თანაბარ პირობებში ჩაყენების, ასევე მათთვის შეღავათიანი მომსახურების საფასურის დაწესების მიზნით, საბაჟო-გამშვებ პუნქტში "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებულ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟო გაფორმების საფასური მცირდება და, ნაცვალდ 100 ლარისა, იმპორტიორი გადაიხდის 20 ლარს.
მისი თქმით, ცვლილებების მიზანია საბაჟო გამშვები პუნქტის, "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის" გავლით საქართველოში შემომსვლელ ფიზიკურ პირთა სულ უფრო მზარდი ნაკადის წახალისება, მათთვის შეღავათიანი, ასევე კომფორტული და გამარტივებული მომსახურების შეთავაზებაა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარადგენს, ხოლო შეღავათები ძალაში შევა დამტკიცებისთანავე. აღსანიშნავია, რომ საბაჟო გაფორმებისათვის შეღავათიანი ტარიფით 2011 წლის 28 მაისიდან უკვე სარგებლობს ბათუმის პორტი.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, მათი საქმიანობის უმთავრესი მიმართულებაა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს ფორმირება, რაც პირველ რიგში გულისხმობს ბიზნესისთვის თანაბარი და შეღავათიანი გარემოს უზრუნველყოფას.
ამ მიმართულებით, მისი თქმით, წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურების რეკომენდაციების საფუძველზე 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ინდივიდუალური ჯარიმებისთვის ლიბერალიზებული სატარიფო პოლიტიკა და ნაცვლად 500 ლარის ჯარიმისა, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა სალარო საკონტროლო აპარატების გამოუყენებლობისთვის, დაწესდა 200-ლარიანი ჯარიმა, ხოლო სამართალდღვევის პირველი ფაქტის დროს საერთოდ გაუქმდა ფულადი ჯარიმა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 20 ნოემბერს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის 96-ე დადგენილებაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოში შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისთვის 5 კალენდარული დღის შემდეგ დაწესებული საფასური ყოველ კალენდარული დღეზე - 10 ლარი, შემცირდა 5 ლარამდე.
http://www.bpn.ge/biznesi/2491-3-athas-lar...html?lang=ka-GEშემოტანილ საქონელზე 300 ლარიანი ზღვარიც როდის მოიხსნება?
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი