ესე იგი, მოგიყვებით ჩემს შემთხვევას:
მაყვს Lexus IS250 2011-წლიანი.
მანქანა დავაზღვიე მაისში TBC Insurance-ში.
პირობები ასე თუ ისე კარგი, 7500$-ზე დავაზღვიე და თვეში ვიხდი 39$, 0% უფრანშიზო, მშვენიერი აპლიკაცია iOS-ისთვის და მეგონა, რომ ბედნიერი ვარ )
მაგრამ კვირას მოხდა საოცარი რამ. მანქანა სახლთან მყავდა გაჩერებული და ძაღლის ღმუილი თუ რაცაა მესმის საშინელი (თან ვიწექი რა, მეზარებოდა ადგომა)
ბოლოს ვეღარ მოვითმინე ავდექი და ვხედავ, რომ ეს ძაღლი ვიღაცას მიჰყავს კაკ რაზ ჩემი მანქანის სიახლოვედან. მაგრამ რაცხამ დამაეჭვა, ჩავედი და რას ვუყურებ, სავარაუდოდ პატრონს დაბმული ჰყავდა სეტკაზე, რომლის გვერდზეც იდგა ჩემი მანქანა და ამ საწყალმა თავისი თათებით სუ გაკაწრა წინა მარცხენა კარი და წინა მარცხენა ფრთა.
დავრეკე სადაზღვეოში, მეთქი ასე და ასე მოხდა. კი ბატონოო, მანქანა დატოვეთ სადაც არიო და გამოიძახეთ პატრული.
დავრეკე 112-ში, მეთქი ეკიპაჟის გამოძახება მინდა, ავუხსენი სიტუაცია და მითხრეს დაელოდეთ ზარს ამ ნომერზე.
მეთქი კაი, არაა პრობლემა. მირეკავენ პოლიციის განყოფილებიდან, დაგიფიქსირეთ მოთხოვნაო, ხვალ მობრძანდით პოლიციის განყ-ში და აიღეთ ცნობა სადაზღვეოსთვის. მეთქი ძალიან კარგი.
ორშაბათს მივედი, დავწერეთ ცნობა, ხელი მოვაწერე, ვუგზავნი დაზღვევას, იმათმაც ოქეიო. ერთ 2-3 საათში მირეკავენ.
ზარალის მენეჯერი: ბოდიში, მაგრამ ზარალს ვერ აგინაზღაურებთ
მე: ბოდიში, მაგრამ რატომ?
ზარალის მენეჯერი: იმიტომ რომ, ცნობის მიხედვით არ იკვეთება დაზიანების რისკი
მე: მაპატიეთ, მაგრამ ცნობაში წერია-თქო, რომ ა/მანქანა დაზიანებული, მოქალაქეს დახვდა მრავალჯერადი ნაკაწრებით წინა ფრთა და წინა კარი. აბა რაში გიხდით ფულს-თქო მაშინ?
ზარალის მენეჯერი: ბოდიში, ბატონო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზავთ ამ შემთხვევაშიო. რისკი ცნობაში არ ფიქსირდება.
მე: კარგი, მეტი დაგეზღვიოთ ასე.
დავრეკე ოფიცერთან პოლიციის განყ-ში მეთქი ამ ცნობის მიხედვით არაფერს არ მინაზღაურებენ და რა ვქნათ-თქო? მოდიო ხელახლა დავწეროთ რამე.
მივედი, მაგრამ პოლიციის განყ-ის უფროსმა, შედგენილ ოქმს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივცემთო დაზღვევას, მაგას ვიძლევით მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე. თუ უნდათ, მიმართონ არაა პრობლემა.
თუმცა რადგან ასეთი წესები აქვთ, შენც რომ არ იზარალო ჩვეულებრივ ცნობაში დაგიწერთ, რომ 4-ფეხა ცხოველის მიერ არის მიყენებული ზარალი, იმედია ძაღლის ჯიშს არ მოგვთხოვენ.
მართლა ძალიან მიჯიგრეს პოლიციის განყ-ში. ყველაფერი დამიწერეს ცნობაში, როგორც საჭირო იყო და მთხოვეს, პროსტა ძმურად სხვაგან დააზღვიე. კვირაში 100 ცნობას ვიძლევითო სადაზღვეოზე და ასეთი სისულელე არცერთს არ მოუთხოვია

თიბისის გადავუგზავნე ახალი ფორმა და ბოლოს დამიკმაყოფილეს. მოკლედ არ ვიცი, მაგრამ ირაოშიც მყავდა დაზღვეული ადრე და ხის ტოტი დაეცა მანქანას და უმნიშვნელოს გამიკაწრა კრილო წინა მანქანაზე, არც ცნობა არც არაფერი არ უკითხავთ, ჯიგრულად გამიშვეს ექსპერტიზაზე და თანხაც მალევე ჩამირიცხეს.
არ ვიცი რა ვთქვა. ყველაფერი როგორ უნდა ჩაისვაროს ამ თიბისიმ. აი მართლა ოღონდ. არადა იდეაში ყოფილი კოპენბური-ის დაზღვევაა, ადრე გერმანიის საელჩოს წინ, რომ იყო.