ორგანიზატორი: კახა
შეხვედრის დრო და ადგილი: 28/09 შაბათი, 09:00 AM, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
ფასი: 50 ლარი
ფასში შედის: მგზავრობა, ღვინის ქარხნის დათვალიერება და გაცნობა წარმოების, Shuchman Wines 3 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ყვარლის გვირაბის დათვალიერება და Winery Khareba 3 სახეობის ღვინის დეგუსტაცია.
ხანგრძლივობა: 1 დღე
სირთულე: მარტივი
ტევადობა მინიბუსში: 20 ადგილი
ფეხით გასავლელი მანძილი: 0 კმ
გასათვალისწინებელი პირობები:
დაუშვებელია გამყოლის/ორგანიზატორის უგლევებელყოფა და ურჩობა
არ შეიძლება შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა
საკვებს შევექცევით ყველა ერთად (გარდა იმ შემთხვევისა თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს(!!!)
არ მოგვყავს შინაური ცხოველები და ფრინველები
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!!!!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე
დამ ინფორმაციისათის დარეკეთ საღამოს 574 00 10 44 კახა

ჩვენ გვაინტერესებს ღვინო მთელი თავისი სიდიადით, ღმერთების სასმელი, რომლის სამშობლოც არის საქართველო. ჯერ კიდევ 8 ათასი წლის წინათ, როდესაც შუმერებსაც კი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული სახელმწიფო, საქართველოში უკვე მისდევდნენ ღვინის კულტურას. დროთა განმავლობაში განვითარდა და დაიხვეწა ღვინის წარმოების ტექნოლოგია, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ომმა თუ გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად ხელი შეუშალა მეღვინეობის, ისევე როგორც სხვა ბევრი დარგის განვითარებას. შედარებით ევროპულ თუ აზიურ ქვეყნებთან, ჩვენ გვაქვს ჩვენებური ტექნოლოგიები. გვაქვს ქვევრი, რომლის ანალოგიც მსოფლიო ისტორიაში არ იყო და მხოლოდ XX საუკუნის დასასრულს სცადეს ავსტრალიელებმა გაეკეთებინათ ქართული ქვევრის ანალოგი, რომელიც ისე ეფექტური ვერ გამოდგა ავსტრალიის ხრიოკ მიწაში, ისე როგორც საქართველოში.
თხოვნა იქნება მაქსიმალურად მეტი ცოდნა და ინტერესი გამოვამჟღავნოთ ღვინის კულტურის მიმართ. არ მინდა რომელიმე მხოლოდ იმიტომ დაინტერესდეს რომ ალკოჰოლია. ეს ისტორიაა რომელსაც გავეცნობით.
ტურის დეტალებს ვდებ.
ვინც საკაიფოდ აპირებს წამოსვლას სჯობს სახლში დარჩეს. ვისაც რამე ახლის გაგება უნდა მეღვინეობიდან ის წამოვიდეს. ჯგუფის წევრის მხრიდან გამოვლენილ ნებისმიერ ქცევას აქვს მნიშვნელობა ტურისთვის. ტური შედგება მხოლოდ 20 კაცის მოგროვების შემთხვევაში. რიცხვი პირობითია, დაემთხვევა მხოლოდ დღე-შაბათი. თუ ვინმეს რამე დამატებითი მოთხოვნა ან პრეტენზია გაქვთ ეხლავე გააჟღერეთ რომ შემდგომში რამე გაუგებრობას არ ჰქონდეს ადგილი. პატივისცემით.