#39073391 · 13 Dec 2013, 23:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბატონო ქაფქიანა! წინამდებარე,აწ უკვე დახურულ თემაში,თქვენ არ მოგეწონათ,როგორ მივმართე ბატონ მისეილ სააკაშვილს. ამასტან დაკავშირებით,მე მინდა მოგახსენოთ შემდეგი-ბატონი მიხეილ სააკაშვილი (მე სხვაგვარად მისი მოხსენიება არ შემიძლია) იყო უდიდესი რეფორმატორი საქართველოსი. მისი მმართველობის დროს,პირველად მეოცე საუკუნის ისტორიაში,ქართველი ხალხი მართალია არ გადაჩვეულა,მაგრამ შიშით ფსამდა სადარბაზოში. ემანდ,ვინმემ არ დამინახოს და ორასი ლარით არ დამაჯარიმოსო. გარდა ამისა,ბატონმა მიშამ დაიჭირა და ციხეში ჩასვა ქურდები,სადაც ისინი ბაბაიაგასავით ცოცხებზე გადააჯინა.სამწუხაროდ ქართველებმა ეგ კადრები მე-9 არხით ნახეს,სადაც გამოსახულება დამახინჯებული იყო და ეგონათ, ცოცხები თრაკში უკეთიათო.შეეცოდათ ქურდები და გაბრაზდნენ მიშაზე. მერე ბერიკაშვილმა თქვა,ნაციონალებმა ბავშვი დაახრჩვეს ჭურშიო.რაზეც საერთოდ გადაირიენ ქართველები და არჩევნებზე ხმა აღარ მიცეს მიშას. ამასობაში ის კაცი,ვინც ყველაფერს ამას აწყობდა,ხალხს ეუბნებოდა,ოღონდ მე მომეცით ხმა და რომ მოვალ,ჩემ მილიარდებს თქვენ დაგირიგებთო. მაგრამ დღეს,როცა იმ კაცმა არც მილიარდები დაარიგა და არც სამსახურები, ქართველი ხალხი გეკითხებათ თქვენ,საღადმოაზროვნე ქართველებს-რისთვის გადაგვაცვლევინეთ მიშა ივანიშვილზე? მხოლოდ იმისთვის რომ ქურდები ცოცხებიდან გადმოგეჯინათ? სად არის შეპირებული მილიარდიანი ფონდები?ასობით ქარხანა?მოპარული ფულები ბენზინიდან,დენიდან,ნაგავიდან? და ბოლო-ბოლო,სად არიც ჩვენი ოცნების დიადი მიზანი-ბიძინა და მისი მილიარდები? ნუთუ მოგვატყუეთ და სოზარ სუბარის იმედად დაგვტოვეთ? მოტყუებული ქართველების სახელით,პატივისცემით DEPO.
|