ხალხის ფეხებზე დაკიდების მაგალითია ის რასაც ერ.ბანკი აკეთებს ეხლა.
ფაქტი 1.
დაგეგმილი წლიური მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი არის 4% , დღევანდელ სხდომაზე ერ.ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა ისევ 7% როცა ივნისში დაფიქსირებულია წლიური ინფლაცია 7,1%
ანუ საპროცენტო განაკვეთი იმაზე ნაკლებია ეხლა ვიდრე ინფლაცია, მოკვდავის ენაზე რომ ავხსნა ეს ნიშნავს იმას რომ მომვალში კიდევ უფრო გაიზრდება ინფლაცია , სავარაუდოდ ორნიშნა ციფრებსაც მიაღწევს უახლეს თვეებში.
არადა ერ.ბანკის პირდაპირი მოვალეობაა ინფლაციის დაგეგმილი ოდენობის შენარჩუნება და ესენი თითსაც არ ანძრევენ ამისათვის.
ფაქტი 2.
დოლარი ბოლო 3-4 თვეა განიცდის დევალვაციას, მისი ინდექსი დღევანდელი მონაცემებით 112%-დან ჩამოსულია 93,5%-ზე. შეგახსენებთ დოლარის ინდექსი დგება მისი მდგომარეობით მსოფლიოს 7 ძირითად ვალუტასთან.
დოლარის ინდექსი 93,5% დაფიქსირებული იყო 2 ჯერ, ერთხელ 2015 წლის იანვარში,როცა ლარი დოლართან იყო 2-2,05 და მეორედ 2016 წლის მაის-ივნისში,როცა ლარი დოლართან იყო 2,12
ეს მამაცხონებული თუ ადრე ემორჩილებოდა ლარის კურსი დოლარის ინდექსის მდგომარეობას, დღეს რა ჭირი ეტაკა? რატომაა ისევ 2,4 ????
იმიტომ ხომ არა რომ სულ წიხლზე გკიდიათ ხალხს გაუძვიდება თუ არა ცხოვრება? თქვენი მრავალნულიანი შემოსავლები ვერ იმჩნევს ხომ ინფლაციებს და დევალვაციებს? ბარიგებოოო
მოდერ არ მიახურო ეხლა შენებურად ეს თემა.
This post has been edited by Generalissimus on 26 Jul 2017, 23:27