ამ განყოფილებაში ბევრი დაიწერა აღნიშნულ ოპერაციაზე. მგონი ყველამ ვიცით, თუ რაზე მაქვს საუბარი. NAVY SEALS-ების მიერ ჩატარებული ოპერაცია, რომლის დროსაც 3 წევრი დაიღუპა, ხოლო ერთი გადარჩა. მოდით უფრო დეტალურად ვისაუბროთ და განვიხილოთ ოპერაცია Red Wings (და არა REDWING, როგორც მას მარკუს ლატრელი უწოდებს). საერთოდ, მარკუსზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მაგაზე მოგვიანებით დავწერ.
იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ერთმა კაცმა იცის თუ რა მოხდა სინამდვილეში,ძნელია რეალური სურათის აღდგენა. არსებობს სხვადასხვა წყაროები, რომლებიც დაფუძნებულია სხვადასხვა მოხსენებებზე. თითქოს ჩასაფრება განახორციელა მხოლოდ 15-მდე თალიბმა. ზოგი წყარო ასახელებს 30-ს. თავად მარკუსი საუბრობს 100-ზე მეტ თალიბზე, რაც ჩემი აზრით სრული აბსურდია, თუმცა ამაზეც მოგვიანებით დავწერ ჩემს მოსაზრებას. ორჯერ წავიკითხე მისი წიგნი. ერთხელ როგორც ნაწარმოები, ხოლო მეორედ უკვე ანალიზისთვის. ვაანალიზებდი ყოველ აბზაცს.
მოკლედ, დიდი არაფერი, ერთი ჩვეულებრივი გასვლა სპეცებისთვის. დაზვერვა და რეკოგნოსცირება, მიზნის აღმოჩენა, სურათების გადაღება და უკან გამოსვლა. არანაირი კონტაქტი მოწინააღმდეგესთან. ეს იყო გაეთიანებული ღონისძიება, რომლეშიც მონაწილეობდა როგორც საზღვაო ქვეითთა ბატალიონი (2/3), საარმიო სპეცდანიშნულების ძალები და ასევე საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმი, იგივე NAVY SEALS. როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელს მხოლოდ დასაზვერვო ფუნქცია ეკისრებოდა.
მას მერე, რაც მოხდა სამიზნის სავარაუდო ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება (თავის წიგნში მარკუს ლატრელი მაგას მოიხსენიებს ფსევდონიმად), ადგილზე გააგზავნეს დაზვერვის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
მაიკ მერფი - ჯგუფის მეთაური.
დენიელ დაიეცი - მეკავშირე.
მეთიუ აქსელსონი - სნაიპერი.
მარკუს ლატრელი - მედიკი, სნაიპერი.
აღჭურვილობა სტანდარტული: შაშხანები, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნები, პისტოლეტები, კავშირგაბმულობის ძირითადი და სათადარიგო საშუალებები, ფოტოაპარატი, პორტატული კომპიუტერი და ა.შ მოკლედ ყველაფერი ის, რაც საჭიროა სადაზვერვო მისიისთვის. მახსოვს, ერთ პატივცემულ იუზერთან აქ ფორუმზე მქონდა კამათი იმაზე, თუ რატომ არ ჰქონდათ თან, მაგალითად, ტყვიამფრქვევი. დავტოვოთ ეს საკითხი საკამათოდ

მაშ ასე, ჯგუფი დაიძრა. მარკუს ლატრელი თავის წიგნში წერს, რომ სანამ დაშვების ადგილას მოხდებოდა ჯგუფის დესანტირება, ვერტმფრენმა რამდენჯერმე განახორციელა დაშვება სხვადასხვა ადგილებზე, რათა მოწინააღმდეგე ან მოწინააღმდეგის მზვერავები, თუ ისინი იქნებოდნენ რაიონში, შეეყვანათ შეცდომაში. მარკუსი წერს, რომ რელიეფი დესანტირების ადგილზე იყო ძალიან უხეში და უსწორმასწორო. იყო ციცაბო კლდეები და ძალიან მკვეთღი აღმართები. ჯგუფის რამდენიმე წევრი რამდენჯერმე ჩამოსრიალდა კიდეც, თუმცა დაზიანებები არც ერთს არ მიუღია. იყო წვიმა და ტალახი, გადაადგილება ჭირდა.
თავიდან კავშირგაბმულობა მუშაობდა გამართულად. ჯგუფი წარმატებულად გადიოდა კავშირზე ოპერატიული მართვის ცენტრთან და აცნობებდა მათ ყოველი საკონტროლო წერტილის გავლის შესახებ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გზად გადაეყარნენ ცალკე მდგარ ქოხს, საიდანაც კვამლი ამოდიოდა. აუარეს გვერდი და გააგრძელეს სამიზნისკენ გზა.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გადავალ პირდაპირ იმ მომენტზე, როდესაც სათვალთვალო წერტილზე გამოჩნდნენ სამოქალაქო პირები. მანდ გაიმართა საინტერესო დიალოგი. ფილმის მიხედვით, მათი მოკვლის ინიციატორი იყო აქსელსონი, მაგრამ წიგნის მიხედვით ამ ვარიანტს განიხილავდა მერფი. მაგაზე მოგვიანებით მამამისმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი შვილი მსგავსს ბარბაროსობას არ იკადრებდაო. ნუ ვისთვის ბარბაროსობა, ვისთვის კიდე...
იყო საუბარი მათ გაკოჭვაზე და ადგილზე დატოვებაზე, ასევე თან წაყვანაზე აყვანის ადგილამდე. ბოლოს გადაწყდა, რომ გაეშვათ. და აქ ხდება ყველაზე საინტერესო.
რა ვერ გათვალა ჯგუფის მეთაურმა?
1-ის, რომ ისინი არც ისე შორს იყვნენ სოფლიდან და შეიძლებოდა მოკლე დროში მოწინააღმდეგის გაფრთხილება.
2-მერფიმ ვერ გათვალა ის, რომ უკანდახევის შემდეგ ის ვერ გავიდოდა კავშირზე შტაბთან და ვერ გამოიძახებდა ვერტმფრენს გამოსაყვანად.
3-მან უბრალოდ ვერ გათვალა ის, რომ მოწინააღმდეგე მასზე კარგად იცნობდა ადგილობრივ რელიეფს და მოახერხებდა მათთან მიახლოებას.
ახლა რაც შეეხება ბრძოლის ეპიზოდს.
წიგნში იმდენი ლაფსუსი აღმოვაჩინე, რომ სრულად დავაყენე ეჭვქვეშ მარკუს ლატრელის ვერსია. განა რა შეიძლება ჩაითვალოს სანდო წყაროდ? მხოლოდ ერთი გადარჩა და იძულებული ხარ ენდო

წიგნში მარკუსი წერს, რომ მოწინააღმდეგის რიცხვი მერყეობდა 80-დან 120-მდე. ის დეტალურად აღნიშნავს, თუ როგორ დაიჭრა დენი რამდენჯერმე, მაგრამ არ ნებდებოდა და აგრძელებდა ბრძოლას. ის საუბრობს რამდენმე ათეულ RPG ჭურვზე, რომლებიც „გააფთრებული მოფრინავდნენ ჩვენი მიმართულებით და ცა დაფარული იყო მათ მიერ დატოვებული თეთრი კვამლით“. უმეტესობას მოგვეხსენება, რომ რპგ ჭურვი ფრენისას თეთრ კვამლს მხოლოდ ფილმებში ტოვებს

მარკუსი საინტერესოდ აღწერს იმ მომენტს, როდესაც მერფიმ საბოლოოდ გადაწყვიტა სატელიტური ტელეფონის (რომელიც მოხსენიებულია, როგორც მობილური ტელეფონი, მარკუსის მიერ) გამოყენება. მარკუსი წერს „ბოლოს მერფიმ გადაწყვიტა გამოეყენებინა თავისი ტელეფონი, მიუხედავად იმისა რომ არსებობდა მოწინააღმდეგის მხრიდან ჩვენი აღმოჩენის რისკი“. გაგანია ბრძოლაა, დენი მკვდარია, ყველა დაჭრილია და რაღა დროს პოზიციის აღმოჩენის რისკია?
მოკლედ, ბევრი რომ არ გამომივიდეს, დავწერ ჩემს რეზიუმეს:
მარკუსი არის მეზღაპრე. თან საკმაოდ დიდი მეზღაპრე. არ ვიცი, რას ცდილობდა, მაგრამ მისი მონათხრობი ძალიან შორს დგას რეალობიდან. მოდით გავიხსენოთ ლაივლიკზე დადებული ვიდეო, სადაც ზუსტად ამ ჯგუფზე ჩასაფრება არის აღბეჭდილი. დენის აღჭურვილობას რომ იღებენ თალიბები კამერით, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის თითქმის სრული საბრძოლო კომპლექტი ადგილზეა + რამდენიმე სავსე მჭიდი. ასევე გარკვევით ჩანს, რომ მერფი არსადაც არ წასულა დახმარების გამოსაძახებლად. გვამები გვერდიგვერდ ასვენია.
უბრალოდ ძნელი იყო იმის აღიარება, რომ სპეცები მოხვდნენ ბანალურ ჩასაფრებაში.
თავად მარკუსის გადარჩენის ეპოპეა საინტერესო არ არის.
ერთი მომენტია მის წიგნში, როდესაც ის თითქოს გადაეყრება აჰმად შახს, რომელიც იქვე წყლის პირას მჯდარა თურმე და არაფერს მოიმოქმედებს, რადგან შაჰმა პირობა მისცა უხუცესს რომ დაანებებდა მარკუსს თავს.
http://www.liveleak.com/view?i=059_1314303135 This post has been edited by Harley Davidson on 13 Apr 2014, 12:47