http://www.icn.ge/ka/portal/news/4718/%E1%...93%E1%83%90.htmგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 79 551 ლარად ღირებული TOIOTA LANDCRUISER-ის ჯიპი იყიდა. გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ საკრებულომ ვისთვის იყიდა აღნიშნული ავტომანქანა, არ იცის.
ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ონიანს ვერ დაუკავშირდა. არსებული ინფორმაციით, 80 ათასლარიანი მანქანით საკრებულოს თავმჯდომარე ისარგებლებს.
გელა ხუციშვილი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2013 წლის 1 მარტიდან 2013 წლის აგვისტომდე მუშაობდა, აცხადებს, რომ 2004–2012 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 41 ავტომანქანაა შეძენილი.
ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, ავტომანქანები თხოვების ხელშეკრულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებისთვის არის გადაცემული. გელა ხუციშვილის ცნობით, 2012 წელს გარდაბნის გამგეობას ავტომანქანაში 94 882 ლარიც აქვს გადახდილი. აღნიშნული მანქანა გადაცემულია ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსთვის. ამავე წელს, ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოსთვის გადაცემულია 91 220 ლარად შეძენილი „ტოიტა ლენდკრუიზერიც“.
ყოფილი გამგებელი გელა ხუციშვილი პოლიციისთვის გადაცემული ავტომობილების სანაცვლოდ, შს სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტისთვის სახანძრო მანქანის ყიდვას სთხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. 1–ელ აგვისტოს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
9 წელეეეე.
ალტერი ხომ არ გამეკეთებინა. 9 წელს დაარქმევდა კაცი.