http://timer.ge/15289-rogor-vudarajoth-say...s-fotoebi.html#როგორ ვუდარაჯოთ საყვარელ მამაკაცს - მიშელ ობამას "გაკვეთილები" ქალბატონებს (ფოტოები)12-12-2013, 23:43წაკითხულია: 5783
როგორ ვუდარაჯოთ საყვარელ მამაკაცს - მიშელ ობამას
სამხრეთ აფრიკაში ნელსონ მანდელას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მსოფლიოს ასობით ლიდერის ხილვა იყო შესაძლებელი. ამ ისტორიულ მოვლენას, გარდა პრეზიდენტებისა, მათზე "მონადირე" ასობით პაპარაცი ესწრებოდა. ისინი თითოეული საინტერსო მომენტის "დასაჭერად" თავს არ ზოგავდნენ. ზოგიერთი კადრი მართლაც წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად პაპარაცებს არ გამოპარვიათ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მიმიკები. პაპარაცების სამიზნე, მიშელ ობამასთან ერთად, მისი მეუღლე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დანიის პრემიერ-მინისტრი ჰელე ტორნინგ-შმიდტიც აღმოჩდნენ. ფოტოებს კენიურმა ვებ-პორტალმა niaje.com განსხვავებული მიმართულება მისცა და იუმორით უწოდა "აშშ-ის პირველი ლედის გაკვეთილები ქალბატონებს, თუ როგორ უდარაჯონ მათთვის საყვარელ მამაკაცებს". წარმოგიდგენთ ფოტოებს:
1. ყურადღებით დააკვირდი, რათა ამოიცნო თუ როგორ ამყარებს კავშირს:
2. დარწმუნდი, რომ მისი ყოველი მოძრაობის წაკითხვა შეგიძლია,
3. გააჟღერე გამაფრთხილებელი მესიჯი და მოწინაღმდეგე შოკში ჩააგდე,
4. თუ შენი მამაკაცი მინიშნებას მიიღებს, აცალე მშვიდად ყოფნა,
5.მაგრამ თუ ის ასე სწრაფად დაივიწყებს წესებს,
6. აცადე დატკბეს უკანასკნელი მომენტით, შემდეგ კი
7. შემდეგ თავს დაესხი - დაიკავე სწორი პოზიცია
8. პრობლემა მოხსნილია და ყველა ბედნიერი
This post has been edited by iaiameri on 14 Dec 2013, 09:27