#39865949 · 16 Feb 2014, 21:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მოკლედ განყოფილების წესები ვერ ვნახე მაგრამ მგონი შეესაბამება თემა ამ განყოფილებას. მემგონი ადამიანების უმრავლესობას უჭირს პროფესიის ნახვა რომელიც მის ინტერესს და მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და ამ სფეროშიც ასეა, მოდით აქ პროფესიის მაძიებლებმა დავპოსტოთ ამ სფეროში ჩვენი პროფესიის მოთხოვნილებები და იქნებ გამოცდილმა ხალხმა დაგვეხმარონ უფრო კონკრეტული მიმართულების არჩევაში/მოძიებაში, ჩემი აზრით ჩემ გარდა ბევრს გამოადგება. ჩემი თავით დავიწყებ: ვარ 16 წლის, დაინტერესებული ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებით , უფრო : ტექნიკით და ტექნოლოგიებით ,IT (საბუნებისმეტყველოს რა გითხრათ მაგრამ ტექნიკურია), ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიით, ფიზიკით, ნაკლებად ბიოლოგიით და უფრო ნაკლებად ქიმიით, ამ სფეროს/თემას არ ეხება მაგრამ მსუბუქად ფსიქოლოგია და ეკონომიკაც მიზიდავს, პროფესიის მოთხოვნილებები: მოკლედ მინდა გამოყენებითი იყოს,რომ ვისწრაფვოდე რაღაც კონკრეტული ამოცანის ამოხსნისკენ რომელსაც რაღაც სარგებელი ექნება, გაკეთების პროცესში ტვინს კარგად ვიჭყლეტ გაკეთების შემდეგ კი კმაყოფილებას ვიგრძნობ, ერთიდა იგივეს კეთება არ მომიწევს ანუ მრავალფეროვანი იყოს, მომიწიოს ტონა საინტერესო მასალის ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.
გამოცდილო ხალხო ამ სფეროებში ყველაზე მეტად რა პროფესია აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებებს?
მადლობა )
|